კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ეს არ არის სწორი შეფასება-ირაკლი კობახიძე აშშ-ს საელჩოს განცხადებაზე

ნახვები: 385 ეს არ არის სწორი შეფასება-ირაკლი კობახიძე აშშ-ს საელჩოს განცხადებაზე


"ქართულ ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების დანიშვნის წესის რეფორმების გაუქმებაზე აშშ-ის საელჩოს განცხადება "არასწორი" და "არასამართლიანია".

კობახიძის თქმით, 2021 წლის არჩევნებზე ცესკომ დაამტკიცა, რომ მას არჩევნების ჩატარება უპრობლემოდ შეუძლია.

"მე მგონი, ეს არ არის სწორი შეფასება და იმ კანონპროექტს, რომელიც ჩვენ დავაინიცირეთ და ვიღებთ, არ აქვს ალტერნატივა, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანას სჭირდება გამართულად მომუშავე ცენტრალური საარჩევნო კომისია.

საარჩევნო ადმინისტრაციამ ცესკოს თავმჯდომარის ხელმძღვანელობით დაამტკიცა, რომ მას შეუძლია სათანადოდ გაუძღვეს საარჩევნო პროცესებს და თქვენ ნახეთ, რომ აბსოლუტურად უპრობლემოდ ჩაატარა ეს არჩევნები ცენტრალურმა საარჩევო კომისიამ და მთლიანად საარჩევნო ადმინისტრაცია, რაშიც არის დამსახურება ცესკოს თავმჯდომარის და მისი თითოეული წევრის. მით უმეტეს ამის გათვალსიწინებით მე ეს შეფასება არ შემიძლია შევაფასო, როგორც სამართლიანი",-განაცხადა კობახიძემ.


ცნობისთვის,

შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების დანიშვნის წესის რეფორმების გაუქმებაზე პარლამენტის გადაწყვეტილებას ეხმაურება და წერს, რომ ეს მმართველი პარტიისა და ოპოზიციის შეთანხმებულ ძალისხმევას ძირს უთხრის.

როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, ხელისუფლების მხრიდან ეს კიდევ ერთი "არასაჭირო ნაბიჯია", რომელიც დაშორებულია ქართული და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე აღებულ ვალდებულებებს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა