კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ შალვა პაპუაშვილის შენიშვნა გაითვალისწინა და დღეს პარლამენტში ჩოხა-ახალუხით მივიდა

ნახვები: 678 ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ შალვა პაპუაშვილის შენიშვნა გაითვალისწინა და დღეს პარლამენტში ჩოხა-ახალუხით მივიდა

პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შენიშვნა გაითვალისწინა და პარლამენტში ეროვნული სამოსით, ჩოხა-ახალუხით მივიდა.

როგორც ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა,  პარლამენტის თავმჯდომარემ ჩაცმულობა დაუწუნა და დღეს საკანონმდებლო უწყებაში ეროვნული სამოსით მოვიდა.

„დამიწუნეს ტანსაცმელი, რა გაცვია და რანაირადო, პაპუაშვილმა მითხრა. რა ვიცი, დავითობაა დღეს და იმედია, ჩოხა-ახალუხსაც არ დაიწუნებს. ხანჯალი სპეციალურად არც გამიკეთებია, დაცვისთვის უხერხულობა არ შემიქმნია შემოტანაზე და არც არის სწორი, რომ 150 კაცი სხდომათა დარბაზში ხანჯლით იყოს. შეიძლება, პაპუაშვილმა მასრები დამიწუნოს, ქამარი ან ჩოხის კალთა. შარიანი კაცია და ვნახოთ, რას იზამს“, – განაცხადა ელისაშვილმა.

შალვა პაპუაშვილმა ალეკო ელისაშვილს შენიშვნა მას შემდეგ მისცა, რაც დეპუტატმა პარლამენტში პრეზიდენტის სტუმრობასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ სხდომათა დარბაზში ძალიან არასასიამოვნო სცენა ნახა მთელმა საქართველომ.

„ხალხური ლექსი გამახსენდა, „ათასად კაცი დაფასდა, ათიათასად ზრდილობა“, ჩემთვის ვფიქრობდი, რა რეაქცია ექნებოდა ამ ლექსის დამწერს, დღევანდელი სცენა რომ ენახა, შემოდის პრეზიდენტი და მმართველი პარტია არ ესალმება, ფეხზე არ დგება, არც ქალი, არც კაცი“, – აღნიშნა ელისაშვილმა.

ამასთან, შალვა პაპუაშვილმა ალეკო ელისაშვილს რეგლამენტის  84 მუხლის მეშვიდე პუნქტის დაცვისკენ მოუწოდა და აღნიშნა: „სხდომათა დარბაზში მყოფ პირთა ჩაცმულობა უნდა იყოს საპროტოკოლო, საქმიანი ან ეროვნული. მე თქვენ ჩაცმულობაში რაიმე საპროტოკოლო, საქმიანი ვერ დავინახე და მაინცდამაინც ჩოხა-ახალუხს და ქამარ-ხანჯალსაც ვერ გატყობთ, ამიტომ გთხოვთ, თუ მაინცდამაინც ეტიკეტი გაინტერესებთ და პატივს სცემთ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტიდან გამომდინარე, ამას მიაქციოთ ყურადღება“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა