კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

თეა წულუკიანი-ჩვენ ვმართავთ ქვეყანას სწორედ ხალხის ინტერესისთვის

ნახვები: 383 თეა წულუკიანი-ჩვენ ვმართავთ ქვეყანას სწორედ ხალხის ინტერესისთვის

„ბევრ ანგარიშს დავსწრებივარ, დღეს იყო ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ანგარიში, რადგან პრემიერ-მინისტრმა თავის ხალხსა და ქვეყანას უთხრა ის, რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი - ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო და არ ვიქნებით ის პოლიტიკური გუნდი, ვინც ვინმეს თავს დაუხრის" - ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელი ანგარიში იყო ყოვლისმომცველი.

„ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია, ამაში იგულისხმება ის, რომ მადლიერი ვართ ჩვენი ამომრჩევლის, რომელმაც ნდობა გამოგვიცხადა, ჩვენ ვმართავთ ქვეყანას სწორედ ხალხის ინტერესისთვის. იმ პრობლემების დასაძლევად, რომელიც ჩვენს ქვეყანას სამწუხაროდ, მრავლად აწუხებს. დაწყებული ოკუპაციიდან, გაგრძელებული უმუშევრობით და დასრულებული იმ საჭიროებიდან, რომელიც გამომდინარეობს კიდევ უფრო დიდი, სწრაფი ტემპით ეკონომიკის განვითარებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების საჭიროებებით. ეს იყო ყოვლისმომცველი ანგარიშით, ასევე ემოციურად მნიშვნელოვანი იყო პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ჩვენს ხალხს, იმ დიდი მოთმინებისთვის, რომელიც დღეს სამწუხაროდ, მსოფლიოში ყველას სჭირდება პანდემიის პირობებში. ვფიქრობ, ეს კარგი სტარტია მომავალი წლის სამუშაოებისთვის, ყველა ჩვენგანისთვის, სამინისტროებისთვის ერთი წლის თავზე კიდევ უფრო დიდი შედეგები ვაჩვენოთ", - განაცხადა წულუკიანმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა