კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძეს - რა პასუხი გაქვთ ეროვნული ინტერესების უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ რეალურ გეგმებზე?

ნახვები: 557 თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძეს - რა პასუხი გაქვთ ეროვნული ინტერესების უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ რეალურ გეგმებზე?

რა პასუხი გაქვთ ეროვნული ინტერესების უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ რეალურ გეგმებზე? - თქვენ თქვენი ოცნება აიხდინეთ, მაგრამ ხალხის ოცნება კვლავ ასახდენია, - ასე მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ირაკლი კობახიძეს.

როგორც აქუბარდიამ აღნიშნა, ირაკლი კობახიძემ ოკუპაციის განულებას ოცნება უწოდა და არა მთავარი ეროვნული ინტერესი.

„როდესაც დეოკუპაციაზე ვსაუბრობთ, არცერთი სიტყვა არ გაქვთ ამ პროგრამაში, რომ შეიმუშავებთ საერთო ეროვნულ ხედვას დეოკუპაციისთვის. არცერთი დაპირება არ გაგიციათ ასობით ათასი დევნილისთვის, რომლის ოცნებაც არის დეოკუპაცია, არცერთი სიტყვა არ გითქვამთ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ასობით ათას მოქალაქისთვის, რომელთა მდგომარეობა უმძიმესია. არასდროს გქონიათ სურვილი მათგან მოგესმინათ ეს ყველაფერი.

ამ მოცემულობაში, როდესაც თამაზ გინტურის ოჯახი ელოდება მკვლელების ვინაობის გასაჯაროებას და მათ დასჯას, ისე, როგორც ეს ტატუნაშვილი-ოთხოზორიას მთავრობის დადგენილების სიით არის შესაძლებელი, მაინტერესებს, თუ აპირებთ ამ მიმართულებით ოჯახისთვის პასუხის გაცემას, ამ სიის გაფართოებას.

მაინტერესებს, მაშინ როდესაც თქვენ საუბრობთ მეორე ფრონტის პროპაგანდაზე კვლავაც და ღირსებით ევროპისკენ, რა პასუხი გაქვთ ეროვნული ინტერესების უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ რეალურ გეგმებზე. თქვენ თქვენი ოცნება აიხდინეთ, მაგრამ ხალხის ოცნება კვლავ ასახდენია“, - აღნიშნა აქუბარდიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა