პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

არჩილ თალაკვაძე - ვინაიდან პრემიერობის კანდიდატი საპარლამენტო სივრციდანაა, რადიკალურმა ოპოზიციამ კომუნიკაციის ახალი სიხშირე სცადა - არის თუ არა ეს რეალური ცვლილება, დრო გვიჩვენებს

ნახვები: 515 არჩილ თალაკვაძე - ვინაიდან პრემიერობის კანდიდატი საპარლამენტო სივრციდანაა, რადიკალურმა ოპოზიციამ კომუნიკაციის ახალი სიხშირე სცადა - არის თუ არა ეს რეალური ცვლილება, დრო გვიჩვენებს

ვინაიდან პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატი სწორედ საპარლამენტო სივრციდან არის წარდგენილი, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა კომუნიკაციის ახალი სიხშირე სცადეს, რომელიც ფაქტია, საზოგადოებას მოეწონა - ეს არის თუ არა მართლაც რეალური ცვლილება რადიკალურ ოპოზიციაში, დრო გვიჩვენებს, მაგრამ ფაქტია, რომ მათ სცადეს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც სხდომებზე ოპოზიციონერი დეპუტატების ქცევებზე დასმულ შეკითხვას უპასუხა.

მისივე თქმით, იყო მოლოდინები, რომ პრემიერ-მინისტრის პოზიციაზე გამოცდილი საპარლამენტო ლიდერის წარდგენა შეცვლიდა გარკვეულწილად იმ პოლიტიკურ გარემოსა და რეალობას, რომელშიც ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის კომუნიკაცია იყო. კიდევ ერთი მიზეზი, რასაც არჩილ თალაკვაძე ოპოზიციის ქცევის შეცვლას უკავშირებს, „ნაციონალური მოძრაობის“ „ზემდგომი პირების“ რჩევაა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტებმა და მათმა პატრონებმა პრინციპში დაინახეს ის მთავარი ფაქტორი, რის გამოც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 10 არჩევნები წააგო უკვე - ეს იყო სწორედ დესტრუქცია და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მუშაობა. როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტებიც მიხვდნენ, რომ ეს პარტია არ არის არჩევნების მომგები ასეთი მიდგომებით, ამიტომ აქვთ ახალი რჩევა, ახალი ინსტრუქცია, რაც გინდათ ის დაარქვით ამ ცვლილებას, მაგრამ ფაქტია, ვიღაცამ მათზე უფრო გონიერმა ადამიანმა ეს ყველაფერი დაინახა და ურჩია“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა