პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

რომან გოცირიძე - პროგრამა, აზრები, სიტყვები იგივეა - განსხვავება იყო ემოციაში, ის პრემიერი დარბაზში ყვიროდა და ექსცენტრიკულად იქცეოდა, ეს უფრო მშვიდად და პრაგმატულად

ნახვები: 510 რომან გოცირიძე - პროგრამა, აზრები, სიტყვები იგივეა - განსხვავება იყო ემოციაში, ის პრემიერი დარბაზში ყვიროდა და ექსცენტრიკულად იქცეოდა, ეს უფრო მშვიდად და პრაგმატულად

განსხვავება ემოციაში იყო. ის პრემიერ-მინისტრი დარბაზში ყვიროდა და ექსცენტრიკულად იქცეოდა, ეს კი უფრო მშვიდად და პრაგმატულად, - ამის შესახებ "ევროოპტიმისტების" დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის მიერ წარდგენილი პროგრამა იგივეა, ასევე, ანალოგიურია დაპირებები, რომლებიც არ სრულდება.

„პროგრამა იგივეა, აზრები იგივეა, სიტყვები იგივეა. სიცრუე. დაპირებები, რომლებიც არ სრულდება. ტრადიციულად, სიცრუეზეა აგებული. განსხვავება იყო ემოციაში. ის პრემიერ-მინისტრი დარბაზში ყვიროდა და ექსცენტრიკულად იქცეოდა, ეს უფრო მშვიდად და პრაგმატულად. ფორმით განსხვავებული და შინაარსით იგივე," - განაცხადა გოცირიძემ.

გარდა ამისა, მან ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევის წესის ცვლილების კომენტირებისას აღნიშნა, რომ "ქართული ოცნება" ცესკოზე გავლენას კიდევ უფრო იძლიერებს.

"მაქსიმალურად ზღუდავს ოპოზიციის მონაწილეობას ამ პროცესში და რეალურად, კიდევ უფრო იძლიერებს ცესკოზე გავლენას," - აღნიშნა გოცირიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა