კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

იუსტიციის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელებაზე სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილება გაასაჩივრა

ნახვები: 440 იუსტიციის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელებაზე სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილება გაასაჩივრა

„იუსტიციის სამინისტრომ გაასაჩივრა სახელმწიფო ინსპექტორის ადმინისტრაციული აქტი და ბუნებრივია ეს უკვე სასამართლოს განსახილველი საკითხია",-განაცხადა, დღეს, 18 დეკემბერს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ


იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე თქმით, მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროების გამო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილება გაასაჩივრეს.

"გუშინ იუსტიციის სამინისტრომ გაასაჩივრა სახელმწიფო ინსპექტორის ადმინისტრაციული აქტი და ბუნებრივია ეს უკვე სასამართლოს განსახილველი საკითხია. ჩვენ იქ გვექნება ჩვენი პოზიცია, გვაქვს ძალიან მყარი არგუმენტები, თუ რატომ გავასაჩივრეთ სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნა", - განაცხადა ბრეგაძემ.

შეგახსენებთ,
7 დეკემბერს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დასკვნა გამოაქვეყნა. სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებით, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრათ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის 44-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის რამდენიმე ეპიზოდისთვის.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა