კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ირაკლი ზარქუა ნიკა მელიას - ბიჭო, „ხაბემ“ ჩამოგაგდო, შენს ადგილას საერთოდ დავიმალებოდი

ნახვები: 611 ირაკლი ზარქუა ნიკა მელიას - ბიჭო, „ხაბემ“ ჩამოგაგდო, შენს ადგილას საერთოდ დავიმალებოდი

ბიჭო, „ხაბემ“ ჩამოგაგდო, შენს ადგილას საერთოდ დავიმალებოდი - „ხაბემ“ გაგიბედა, ისე მოგიწყო, რომ ჩამოგაგდო, ეს გამოგეპარა და შენ სახელმწიფო როგორ უნდა განდოს მოსახლეობამ?! საკუთარ პარტიაში მოგიწყვეს რევოლუცია! - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ნიკა მელიას მიმართა.

ზარქუა ოპოზიციურ ველზე შესაძლო გაერთიანებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გვარამია, მელია, დეკანოიძე და ზურა ჯაფარიძე საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი სახეები არიან და ახალგაზრდების უკან ვერ „დაიმალებიან“.

„გვარამიების მცდელობებს რაც შეეხება, ვინ არის ახალი ახალი სახე? რაც არ უნდა ამოეფარო ამ ახალგაზრდებს და დაიმალო, საზოგადოებას გგონია დაავიწყდება, ვინ იყავი და რა იყავი?! ჩვეულებრივი ზონდერ პროკურორი იყავი, რეჟიმის ერთ-ერთი შემოქმედი. სააკაშვილზე გინდა ხომ მხოლოდ ისრების გადატანა?! - არა, შენც, ადეიშვილიც და დანარჩენი ზონერებიც იყავით მთლიანად ამ ჯაჭვის და ქსელის ავტორები. მელიაა ახალი სახე, დეკანოიძე თუ გიჟი „ჯაფარა“? ყველანი კარგად ნაცნობი სახეები ხართ თქვენი „საქმენი საგმირონიათი“, ვერ დაიმალებით! პოლიტიკურ პასუხსაც მიიღებთ არჩევნებზე, თუ გაერთიანება გამოგივიდათ.

მელია იყო მთავარი ოპოზიტური პარტიის თავმჯდომარე, “ხაბემ“ ჩამოაგო, „ხაბეს“ ჩამოგდებული ლიდერი არ გაიშვას. 7 ნომერი უნდა, 9 თუ 15, რა მნიშვნელობა აქვს, და ნომერს აიღებს? ბიჭო, „ხაბემ“ ჩამოგაგდო, შენს ადგილას საერთოდ დავიმალებოდი. სადმე სხვა სექტორში გადავიდოდი და იქ დავიწყებდი მუშაობას. ზემოთ ბელადი გიკვეთავთ და ასე მოდიხართ აქამდე. თქვენ გგონიათ, ახლა „ხაბე“ მართავს [პარტიას]?! ისიც ქვეშევრდომია და გაგიბედა, ისე მოგიწყო, რომ ჩამოგაგდო, ეს გამოგეპარა და შენ სახელმწიფო როგორ უნდა განდოს მოსახლეობამ?! საკუთარ პარტიაში მოგიწყვეს რევოლუცია და ვინ?!- „ხაბემ, მორჩა“, დამთავრებულია!” - განაცხადა ზარქუამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა