Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

პროპაგანდისტული გამოსვლა ჰქონდა და მისი საუბარი არ შეეხებოდა არანაირად არც ადამიანის უფლებებს, არც კანონის უზენაესობას- ბექა ბასილაია რატი ბრეგაძეზე

ნახვები: 404 პროპაგანდისტული გამოსვლა ჰქონდა და მისი საუბარი არ შეეხებოდა არანაირად არც ადამიანის უფლებებს, არც კანონის უზენაესობას- ბექა ბასილაია რატი ბრეგაძეზე

რატი ბრეგაძეს პროპაგანდისტული გამოსვლა ჰქონდა და მისი საუბარი არ შეეხებოდა არანაირად არც ადამიანის უფლებებს, არც კანონის უზენაესობას, - ასე აფასებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია პარლამენტში იუსტიციის მინისტრის გამოსვლას.

ბასილაიას თქმით, იუსტიციის მინისტრი "უტიფრად საუბრობს სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნაზე, რომლითაც მიხეილ სააკაშვილის უფლებების ფუნდამენტური დარღვევა დადგინდა".

„რატი ბრეგაძე გუშინ კვლავ საუბრობდა პოლიტიკური დაკვეთიდან გამომდინარე. პროპაგანდისტული გამოსვლა ჰქონდა და მისი საუბარი არ შეეხებოდა არანაირად არც ადამიანის უფლებებს, არც კანონის უზენაესობას. უტიფრად საუბრობს სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნაზე, რომლითაც დადგინდა მიხეილ სააკაშვილის უფლებების ფუნდამენტური დარღვევა. რატი ბრეგაძე ახლა საუბრობს, რომ მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოში წაიღებს ამ საქმეს და გაიმართლებს თავს. მთელმა საზოგადოებამ ვნახეთ, ამ ქვეყანაში ყველანი შეთანხმდა, ვისაც ოდნავ მაინც აქვს პრეტენზია ობიექტურობაზე და ჰუმანურობაზე, რაც პენიტენციურმა სამსახურმა გააკეთა ეს იყო ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევა", - განაცხადა ბასილაიამ.

ცნობისთვის, იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილება, მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროების გამო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, გაასაჩივრეს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა