კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვოლოდიმირ ზელენსკიმ გენშტაბის ახალი უფროსი დანიშნა

ნახვები: 653 ვოლოდიმირ ზელენსკიმ გენშტაბის ახალი უფროსი დანიშნა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გენერალური შტაბის უფროსი სერგეი შაპტალა დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა .

ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ გენერალური შტაბის ახალი ხელმძღვანელი გენერალ-მაიორი ანატოლი ბარგილევიჩი იქნება.

„მადლობას ვუხდი გენერალ-ლეიტენანტ სერგეი შაპტალას გაწეული სამსახურისთვის. გენერალური შტაბის ახალ უფროსად, ალექსანდრ სირსკის შემოთავაზებით, გენერალ-მაიორი ანატოლი ბარგილევიჩი დავნიშნე“, – განაცხადა ზელენსკიმ.

გარდა ამისა, ზელენსკიმ თქვა, რომ სირსკიმ უკვე შეარჩია მოადგილეები და პრეზიდენტი შესაბამის განკარგულებას ხელს უახლოეს მომავალში მოაწერს.

„ყველა მათგანი მებრძოლია, პროფესიონალი ბიჭები, თითოეულს აქვს მკაფიო ცოდნა ფრონტისა და უკრაინელი ჯარისკაცების რეალური საჭიროებების შესახებ“, – ამბობს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის არმიის მეთაურის თანამდებობიდან ვალერი ზალუჟნი გაათავისუფლა და უკრაინის არმიის სახმელეთო ჯარების ყოფილ მეთაური ალექსანდრე სირსკი დანიშნა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა