Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

შარლ მიშელი - უგუნური განცხადებები ნატო-ს უსაფრთხოებისა და მე-5 მუხლის შესახებ ემსახურება მხოლოდ პუტინის ინტერესებს

ნახვები: 697 შარლ მიშელი - უგუნური განცხადებები ნატო-ს უსაფრთხოებისა და მე-5 მუხლის შესახებ ემსახურება მხოლოდ პუტინის ინტერესებს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ ნატო-ს უსაფრთხოების შესახებ უგუნური განცხადებები მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ინტერესებს ემსახურება.

„უგუნური განცხადებები ნატო-ს უსაფრთხოებისა და მე-5 მუხლის შესახებ ემსახურება მხოლოდ პუტინის ინტერესებს“, - დაწერა მან სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ნატო-ს ხელშეკრულების მე-5 მუხლში ნათქვამია, რომ შეიარაღებული თავდასხმა ალიანსის წევრზე განიხილება თავდასხმად ყველას წინააღმდეგ, რაც გამოიწვევს კოლექტიური თავდაცვას.

შარლ მიშელმა სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა მას შემდეგ, რაც გავრცელდა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადება, რომ ნატო-ს მოკავშირეებს, რომლებიც არ ასრულებენ თავიანთ ფინანსურ ვალდებულებებს, რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში არ დაიცავს.

”ერთ-ერთი დიდი ქვეყნის პრეზიდენტი ადგა და განაცხადა: ”კარგი, ბატონო, თუ ჩვენ არ გადავიხდით და თავს დაგვესხმება რუსეთი, დაგვიცავთ?”, - აღნიშნა ტრამპმა და დასძინა, რომ აღნიშნული ქვეყნის მეთაურს უთხრა:

„მე ვკითხე, არ გადაგიხდიათ? არა, მე არ დაგიცავთ. ფაქტობრივად, მე მათ წავახალისებდი, გააკეთონ ის, რა ჯანდაბაც უნდათ. თქვენ უნდა გადაიხადოთ. თქვენ უნდა გადაიხადოთ თქვენი გადასახადები“, - აღნიშნა ტრამპმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა