კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ფინეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ალექსანდრ სტუბმა გაიმარჯვა

ნახვები: 640 ფინეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ალექსანდრ სტუბმა გაიმარჯვა

ფინეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება მემარჯვენე ცენტრისტმა, ალექსანდრ სტუბმა მოიპოვა.

მედიის ცნობით, არჩევნების მეორე ტურში ალექსანდრ სტუბმა ხმების 51,6 პროცენტი მოიპოვა, ხოლო მისმა კონკურენტმა, „მწვანეების“ კანდიდატმა, პეკა ჰაავისტომ – 48,4 პროცენტი.

სტუბმა შედეგების გამოქვეყნების შემდეგ მედიასთან კომენტარიც გააკეთა და აღნიშნა, რომ გამარჯვება „ყველაზე დიდი პატივია“ მის ცხოვრებაში.

პრეზიდენტობის მეორე კანდიდატმა, „მწვანეთა“ პარტიის წევრმა, პეკა ჰაავისტომ ალექსანდრ სტუბს გამარჯვება მიულოცა და დასძინა, რომ ფინეთმა კარგი და კომპეტენტური პრეზიდენტი შეიძინა.

ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია პირველ მარტს გაიმართება.

ალექსანდ სტუბი საული ნიინისტეს ჩაანაცვლებს, რომელიც პრეზიდენტობის ორი ექვსწლიანი ვადის შემდეგ პენსიაზე გადის.

მედიის ცნობით, ნიინისტეს რუსეთის პრეზიდენტთან მჭიდრო კავშირები ჰქონდა, ხოლო სტუბი უკრაინის ძლიერი მხარდამჭერია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა