კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ემანუელ მაკრონის კიევში ვიზიტი გადაიდო

ნახვები: 561 ემანუელ მაკრონის კიევში ვიზიტი გადაიდო

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უკრაინაში ვიზიტი, რომელიც 13-14 თებერვლისთვის იყო დაგეგმილი, მოულოდნელად გადადო, - ინფორმაციას ფრანგული გამოცემა Challenges-ი ელისეის სასახლის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

საფრანგეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მოგზაურობის არჩეული თარიღი არ იყო საბოლოო და მათ გადაწყვიტეს მისი შეცვლა, რათა მეტი დრო დაეთმოთ მაკრონის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის.

Challenges-ის ინფორმაციით, ვიზიტის ახალი თარიღი ჯერ დადგენილი არ არის.

გამოცემა წერს, რომ ერთ-ერთი შესაძლო თარიღი შეიძლება იყოს 24 თებერვალი - უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების მეორე წლისთავი, მაგრამ ამ დღეს პარიზში ყოველწლიური საერთაშორისო სასოფლო-სამეურნეო ღონისძიება იწყება, რომელმაც განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა ფერმერების, მათ შორის ფრანგი ფერმერების, პროტესტის ფონზე. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, რომ მაკრონის უკრაინაში ვიზიტი არც 24 თებერვალს განხორციელდეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა