თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

თეონა აქუბარდია - როცა გავრილოვის მასპინძელი კობახიძე პრემიერია, ეს მისასალმებელია კრემლისთვის

ნახვები: 623 თეონა აქუბარდია - როცა გავრილოვის მასპინძელი კობახიძე პრემიერია, ეს მისასალმებელია კრემლისთვის

როცა გავრილოვის მასპინძელი კობახიძე არის პრემიერ-მინისტრი, ეს მისასალმებელია კრემლისთვის - მთავარი პრობლემაა არა ის, თუ როგორ შეაფასებს გალუზინი საქართველოს მთავრობას, არამედ ის, თუ რა ტიპის საგარეო პოლიტიკა აქვს საქართველოს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მიხეილ გალუზინის განცხადებას, რომ "საქართველოს ხელისუფლების პრაგმატული ხაზის წყალობით", ქვეყნებს შორის ურთიერთობებში რთული პერიოდი დაძლეულია.

როგორც აქუბარდიამ აღნიშნა, პრობლემაა, როცა ხელისუფლება დუმს ისეთ ფაქტებთან დაკავშირებით, როგორიცაა თამაზ გინტურის მკვლელობა და ანექსიური პროცესები აფხაზეთში.

„ბუნებრივია, როცა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დადებითად აფასებს საქართველოს მთავრობის პოლიტიკას მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა მოგვიკლა თამაზ გინტური, ანექსიური პროცესები აქტიურად მიმდინარეობს ოკუპირებულ აფხაზეთში, "ქართული ოცნება" კი საერთოდ არ იმჩნევს ამ ყველაფერს. ამ მოცემულობაში, როცა გავრილოვის მასპინძელი ბატონი კობახიძე არის პრემიერ-მინისტრი, ეს მისასალმებელია კრემლისთვის. აქ მთავარი პრობლემაა არა ის, თუ როგორ შეაფასებს გალუზინი საქართველოს მთავრობას, არამედ პრობლემა იმაშია, თუ რა ტიპის საგარეო პოლიტიკა აქვს საქართველოს არა მხოლოდ უკრაინის მხარდაჭერის, არამედ საქართველოს ეროვნული მთლიანობის, სუვერენიტიტეტის და ეროვნული ინტერესის განხორციელების ჭრილში, აბსოლუტურად არაადეკვატურია პარლამენტის დუმილი იქნება ეს თამაზ გინტურის მკვლელობა, ანექსიური პროცესები თუ რუსეთის მხრიდან ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენება, მათ შორის ანტიდასავლური დეზინფორმაციის და პროპაგანდის სახით, რომელსაც არათუ ებრძვის ხელისუფლება, არამედ ხშირად რუპორია ამ პროპაგანდის,"- განაცხადა აქუბარდიამ.

ის ასევე გამოეხმაურა მთავრობის სხდომაზე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს და აღნიშნა, რომ კორუფციასთან დაკავშირებით ივანიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებების შემდეგ ამ ტიპის საუბრების მოლოდინი არსებობდა.

„ივანიშვილის ხმამაღალი განცხადება კორუფციის რისკებთან დაკავშირებით ბუნებრივია, გამოიწვევდა იმ განცხადებას, რაც ახლად არჩეულმა პრემიერმა გააკეთა კორუფციასთან დაკავშირებით მთავრობის სხდომაზე. ამ მოცემულობაში მთავარი კითხვაა არა ის, რომ ახალი პრემიერის განკარგულებები იქნება საჯარო, არამედ ის, თუ რატომ არის დახურული 900-ზე მეტი განკარგულება, რომელიც გამოცემულია წინა პრემიერის პირობებში. სწორედ იმ პერიოდში ყველაზე გახმაურებული სავარაუდო კორუფციული ამბები გვესმოდა საჯაროდ. ხელის დაფარება არ ნიშნავს, რომ პრობლემა მოგვარდა,"- განაცხადა აქუბარდიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა