კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

დონალდ ტუსკი - უკრაინას თუ სურს დასავლური სამყაროს მობილიზება რუსეთთან დაპირისპირებაში, პატივი უნდა სცეს თანამეგობრობის ცალკეული წევრების ინტერესებს

ნახვები: 635 დონალდ ტუსკი - უკრაინას თუ სურს დასავლური სამყაროს მობილიზება რუსეთთან დაპირისპირებაში, პატივი უნდა სცეს თანამეგობრობის ცალკეული წევრების ინტერესებს

პარადოქსი იმაშია, რომ უკრაინას თუ სურს, მოახდინოს მთელი დასავლური სამყაროს მობილიზება რუსეთთან დაპირისპირებაში თავისი მხარდაჭერისთვის, მან პატივი უნდა სცეს ამ თანამეგობრობის ცალკეული წევრების ინტერესებს, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა და დასძინა, რომ რუსეთთან ომში პოლონეთის მხარდაჭერა უკრაინისადმი უცვლელი იქნება, თუმცა პოლონელი ფერმერების ინტერესები მნიშვნელოვანია.

დონალდ ტუსკმა აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტთნ, ვლადიმირ ზელენსკისთან შეხვედრის დროს მარცვლეულის იმპორტთან დაკავშირებით არსებული სიტუაცია განიხილა და პოლონეთის პოზიცია მკაფიოდ განმარტა.

„ის, რომ უკრაინაში რამდენიმე ასეულ ან ათას ადამიანს უნდა დიდი ფულის შოვნა, ჩვენი პრობლემა არ არის. ჩვენ გვინდა, დავეხმაროთ უკრაინას, როგორც სახელმწიფოს, უკრაინელებს, როგორც ხალხს რუსეთთან შეიარაღებულ კონფრონტაციაში. უდავოდ, ჩვენი პოზიცია აქ უცვლელია. მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რომ ომისა და უკრაინის მიმართ ჩვენი თანაგრძნობა ვინმემ გამოიყენოს ჩვენს კომპანიებთან, ჩვენს ფერმერებთან უსამართლო და უთანასწორო კონკურენციისთვის“, – განაცხადა პოლონეთის პრემიერმა.

ტუსკმა აღნიშნა, რომ თუ პოლონური ბიზნესის უკმაყოფილება არ იქნება გათვალისწინებული, ამან შეიძლება ანტიუკრაინული განწყობის ზრდა გამოიწვიოს.

„პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ უკრაინას თუ სურს, მოახდინოს მთელი დასავლური სამყაროს მობილიზება რუსეთთან დაპირისპირებაში თავისი მხარდაჭერისთვის, მან პატივი უნდა სცეს ამ თანამეგობრობის ცალკეული წევრების ინტერესებს… წინააღმდეგ შემთხვევაში, ადვილია ამ ენთუზიაზმის გატეხა“, – ამბობს დონალდ ტუსკი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა