კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გარი კასპაროვი - ამერიკელებს ეშინიათ, რომ უკრაინის გამარჯვება გამოიწვევს ისეთ გეოპოლიტიკურ შედეგს, რომელსაც ვერ გაუმკლავდებიან

ნახვები: 664 გარი კასპაროვი - ამერიკელებს ეშინიათ, რომ უკრაინის გამარჯვება გამოიწვევს ისეთ გეოპოლიტიკურ შედეგს, რომელსაც ვერ გაუმკლავდებიან

ამერიკელებს ერთი მხრივ, არ შეუძლიათ, დაუშვან უკრაინის დამარცხება, მეორე მხრივ, მათ ეშინიათ იმ პოლიტიკის, რომ უკრაინის გამარჯვებამ შესაძლოა, გამოიწვიოს გეოპოლიტიკური შედეგი, რომელსაც ვერ გაუმკლავდებიან, – ამის შესახებ ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონმა, განახლების, დემოკრატიული ინიციატივისა და ადამიანის უფლებათა ფონდის თავმჯდომარე გარი კასპაროვმა გადაცემაში „სტუმრად გორდონთან“ ალისია ბაცმანთან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციასა და პუტინის ემისრებს შორის საუბარი მიმდინარეობს უკრაინის ფაქტობრივ გაყოფაზე და სწორედ ეს არის ბაიდენის ადმინისტრაციის მიზანი.

გარი კასპაროვი ამბობს, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება იმ მასშტაბებით, რაც აუცილებელია, ეწინააღმდეგება ამ მიზანს. მისივე შეფასებით, ბაიდენის მიზანი არასდროს ყოფილა გასამარჯვებლად უკრაინისთვის იარაღის სრულად მიწოდება.

„ბაიდენის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ პუტინის არმიის განადგურება, რომელიც ალბათ გამოიწვევს რეჟიმის შეცვლას რუსეთში, დიდი გეოპოლიტიკური პრობლემაა. ბაიდენის ადმინისტრაციას, კონკრეტულად კი, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორ ბერნსს, სალივანსა და პუტინის ემისრებს შორის არასოდეს შეწყვეტილა მოლაპარაკებები, რომელიც ახლაც გრძელდება. საუბარი მიმდინარეობს უკრაინის ფაქტობრივ გაყოფაზე, სწორედ ეს არის ბაიდენის ადმინისტრაციის მიზანი. ამ პირობებში გასაგებია, რომ იარაღის მიწოდება იმ მასშტაბებით, რაც აუცილებელია, ეწინააღმდეგება ამ მიზანს. ბაიდენის მიზანი არასოდეს ყოფილა უკრაინისთვის იარაღის სრულად მიწოდება გასამარჯვებლად, რადგან ეს გამარჯვება არ ეწერება ბაიდენის ადმინისტრაციის გეოპოლიტიკურ გეგმებში. როცა კი ამას გავიაზრებთ, ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.

ვაშინგტონი მსოფლიოს განიხილავს ე.წ. კისინჯერის სამკუთხედის – მოსკოვი-ვაშინგტონი-პეკინის თვალსაზრისით. ამერიკას აუცილებლად სჭირდება მოკავშირე მთავარი მტრის წინააღმდეგ. ამერიკა დღეს მთავარ მტრად მიიჩნევს ჩინეთს. შესაბამისად, პუტინის რეჟიმის პოტენციური კრახი და ქვეყნის განადგურება გეოპოლიტიკური ბალანსის ცვლილების საწინდარი იქნება. ეს არის დღევანდელი დღის ტრაგიკული რეალობა. გვაქვს ვითარება, როდესაც ამერიკელები შეგნებულად არ აწვდიან უკრაინას იარაღს, რომელსაც შეეძლო, გაენადგურებინა, სულ მცირე, რუსეთის არმიის მომარაგება. ეჭვიც არ მეპარება, რომ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორმა აიღო ვალდებულება ნარიშკინის წინაშე, რომ ამერიკული იარაღი არ იქნება გამოყენებული თუნდაც ყირიმის ხიდზე შეტევისთვის. ერთი მხრივ, ამერიკელებს არ შეუძლიათ, დაუშვან უკრაინის დამარცხება, მეორე მხრივ, მათ ეშინიათ იმ პოლიტიკის, რომ უკრაინის გამარჯვებამ შესაძლოა, გამოიწვიოს ისეთი გეოპოლიტიკური შედეგი, რომლსაც ისინი ვერ გაუმკლავდებიან“, – განაცხადა გარი კასპაროვმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა