კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ალექსანდრ სირსკი - ომი უკრაინის საზღვართან დასრულდება

ნახვები: 640 ალექსანდრ სირსკი - ომი უკრაინის საზღვართან დასრულდება

ომი უკრაინის საზღვართან დასრულდება, ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლმა ალექსანდრ სირსკიმ გერმანულ ტელეარხ ZDF-თან ინტერვიუში განაცხადა.

"ომი 2014 წელს დაიწყო - ჩვენ ვსაუბრობთ ღია აგრესიაზე“, - თქვა სირსკიმ კითხვაზე, ფიქრობდა თუ არა ომის დასაწყისში, რომ ეს ასე დიდხანს გაგრძელდებოდა, - „როდესაც ეს აგრესია დაიწყო, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ რაღაც უფსკრულში ჩავდიოდი, რომელსაც არავითარი მკაფიო ვადა არ აქვს. გასაგებია, რომ ეს ჩვენთვის დიდი პრობლემაა. მაშინ საერთოდ გაუგებარი იყო როდის დამთავრდებოდა ეს ყველაფერი . მაგრამ ჩემთვის ცხადი იყო, რომ ეს ხანგრძლივი და რთული იქნებოდა."

"ჩვენ უნდა დავასრულოთ ომი ჩვენს საზღვარზე.. ეს არის მთავარი, რადგან სხვა ვარიანტები არ განიხილება. იმიტომ, რომ ჩვენ უბრალოდ არ გვაქვს სხვა გამოსავალი. ეს ნიშნავს, რომ ყველამ, მთელმა საზოგადოებამ უნდა მოიყაროს თავი საერთო საქმის - გამარჯვების გარშემო", განაცხადა სირსკიმ.

მისი განცხადებით, ფრონტის ხაზზე შექმნილი ვითარება მძიმეა და უკრაინა, მტრის გამოფიტვის მიზნით, შეტევითი მოქმედებებიდან თავდაცვით ოპერაციაზე გადავიდა.

„შეტევითი მოქმედებებიდან თავდაცვითი ოპერაციის ჩატარებაზე გადავედით. ჩვენი ოპერაციის მიზანია მტრის გამოფიტვა, მაქსიმალური დანაკარგის მიყენება,“ - აღნიშნა სირსკიმ.

მისი თქმით, განსაკუთრებით ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს კუპიანსკის მიმართულებით, სადაც რუსული ძალები ცდილობენ, ნებისმიერ ფასად აიღონ კუპიანსკი და ყოველდღიურად აწყობენ პოზიციებს.

„ფაქტობრივად, მტერმა ეს შეტევა 2023 წლის 3 ოქტომბერს დაიწყო და უკვე 4 თვეა ახორციელებს მაღალი ინტენსივობის შეტევას. მათი დანაკარგები, განსაკუთრებით დაღუპულთა კუთხით, ბოლო მონაცემებით, ჩვენსას 7-8-ჯერ აღემატება“, - აღნიშნა სირსკიმ.

მისი თქმით, ომში ყოველდღიურად იზრდება დრონების როლი, ორივე მხრიდან მათი გამოყენების გახშირების გამო.

კითხვაზე, როდის დასრულდება ომი და არსებობს თუ არა მისი სწრაფად დასრულების პერსპექტივა, სირსკიმ უპასუხა: ”ეს ყველაფერი დამოკიდებულია მხარდაჭერის დონეზე და ჩვენი ქმედებების ეფექტურობაზე.”

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა