კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

„ნაპოლის“ ვიქტორ ოსიმენი უბრუნდება - ფეხბურთელი „ჯენოასთან“ სათამაშოდ მზად იქნება

ნახვები: 646 „ნაპოლის“ ვიქტორ ოსიმენი უბრუნდება - ფეხბურთელი „ჯენოასთან“ სათამაშოდ მზად იქნება

აფრიკის ერთა თასის გათამაშების შემდეგ „ნაპოლის“ ნიგერიელი თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი უბრუნდება და სერია A-ს მომდევნო ტურის მატჩისთვის ის მწვრთნელის განკარგულებაში იქნება.

2024 წელს ოსიმენს ჯერ „ნაპოლის“ რიგებში არ უთამაშია. იანვრის დასაწყისში ის ნიგერიაში გაემგზავრა და ეროვნულ ნაკრებთან ერთად აფრიკის თასისთვის ემზადებოდა, კოტ დ’ივუარში გამართულ ტუნირზე კი ნიგერია ფინალში გავიდა და მასპინძელი ქვეყნის ნაკრებთან 1:2 დამარცხდა.

იტალიური მედიის ინფორმაციით, ოსიმენს სურდა, გუნდს მოგვიანებით დაბრუნებოდა, თუმცა კლუბის მესვეურების მოთხოვნით, ის 15 თებერვალს უკვე ვარჯიშზე გამოცხადდება, ხოლო 17 თებერვალს „ჯენოას“ წინააღმდეგ ითამაშებს.

იტალიის მოქმედი ჩემპიონის რიგებში 25 წლის თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში 18 შეხვედრა ჩაატარა და რვა გოლი გაიტანა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა