სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation
Rubio calls Zelensky-Witkoff meeting in Norway positive

თორნიკე მამალაძე - საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით ინფორმაციას „ციანიდის საქმესთან” დაკავშირებით

ნახვები: 644 თორნიკე მამალაძე - საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით ინფორმაციას „ციანიდის საქმესთან” დაკავშირებით

საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით ინფორმაციას „ციანიდის საქმესთან” დაკავშირებით, თუ ვინ დგას რეალურად ამ საქმის უკან - დეკანოზს არც ვინმესთან უვაჭრია და არც ივაჭრებს, - ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, მიმალვაში ყოფნას არ აპირებენ.

„ჩვენი პირველი ნაბიჯია ჩემი ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება. შემდეგ საზოგადოებას მივაწვდით ეტაპობრივად ინფორმაციას „ციანიდის საქმესთან” დაკავშირებით, თუ ვინ დგას რეალურად ამ საქმის უკან. ეს არ იქნება უბრალოდ საუბარი, ფაქტებზე იქნება დამყარებული. ჩემს ძმას უფლება აქვს, იმ ფაქტებზე, რაც სასამართლომ დახურა, ისაუბროს. პასუხგაუცემელ კითხვებს პასუხი გაეცემა. ნახეთ, რომ საღ გონებაზეა, სამწუხაროდ, ფიზიკურად არის დაუძლურებული, რაც მკურნალობას ექვემდებარება. არ ვაპირებთ მიმალვაში ყოფნას. ჩემს ძმას დაპატიმრებიდან პროკურატურა ეუბნებოდა ბრალი ეღიარებინა და იმ წუთას გამოვიდოდა, რაზეც ხელი არ მოაწერა. მას არც ვინმესთან უვაჭრია და არც ივაჭრებს”,-აღნიშნა თორნიკე მამალაძემ.

ცნობისთვის, დეკანოზი გიორგი მამალაძე საპატიმროდან ე.წ. უდოს საფუძველზე გათავისუფლდა. ინფორმაციისთვის, დეკანოზი გიორგი მამალაძე თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის სამივე ინსტანციის სასამართლომ შურისძიების მოტივით ციანიდის გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ და 9-წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა