კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

საქმე გვქონდა ფასადურ დემოკრატიასთან- ანრი ოხანაშვილი ენმ-ზე

ნახვები: 356 საქმე გვქონდა ფასადურ დემოკრატიასთან- ანრი ოხანაშვილი ენმ-ზე

 

„საქმე გვქონდა ფასადურ დემოკრატიასთან",-ამის შესახებ განცხადება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა გააკეთა.


ჟურნალისტებთან საუბარში ანრი ოხანაშვილი „ნაციონალური მოძრაობის" მიერ ხვალ დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ბელადის კულტი „ნაციონალურმა მოძრაობამ" დაამკვიდრა.

„ბოლშევიკური მეთოდებით მართული პარტია ამიტომ არიან. ეს ქმედებებით იყო გამოხატული -„მიშა მაგარიას" კლიპის ჩაწერით და „მიშა მაგარიას" ძახილით. ეს არის ის, რასაც „ნაციონალური მოძრაობა" წლების განმავლობაში ამკვიდრებდა და საზოგადოებას თავს ახვევდა. ადამიანი, რომელიც თავს დემოკრატად მიიჩნევდა, უკვეთავდა კლიპ „მიშა მაგარიას" და ყველანი ერთი კაცის კულტით იყვნენ შეპყრობილნი. საქმე გვქონდა ფასადურ დემოკრატიასთან. მათ შეუძლიათ, მშვიდობიანი აქცია ჩაატარონ და კიდევ ერთხელ აჩვენონ, რომ ბელადის კულტით არიან შეპყრობილი", - განაცხადა ოხანაშვილმა.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა