კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

დევიდ ქემერონი - არ მინდა, ვაჩვენოთ სისუსტე, რომელიც 2008 წელს, რუსეთის საქართველოში შეჭრისას პუტინის წინააღმდეგ გამოვავლინეთ

ნახვები: 639 დევიდ ქემერონი - არ მინდა, ვაჩვენოთ სისუსტე, რომელიც 2008 წელს, რუსეთის საქართველოში შეჭრისას პუტინის წინააღმდეგ გამოვავლინეთ

არ მინდა, რომ ჩვენ ვაჩვენოთ სისუსტე, რომელიც 2008 წელს პუტინის წინააღმდეგ გამოვავლინეთ, როდესაც საქართველოში შეიჭრა, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ქემერონმა განაცხადა.

დევიდ ქემერონი გამოცემა The Hill-ში გამოქვეყნებულ წერილში აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროპელი მოკავშირეების მიერ უკრაინის მხარდაჭერის აუცილებლობაზე საუბრობს.

„მე მინდა, რომ ჩვენ ყველამ – აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, ევროპულმა და სხვა მოკავშირეებმა მხარი დაუჭირონ უკრაინას სრულიად გაუმართლებელი აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. რთულია, წარმოიდგინო ერთი ქვეყნის მიერ მეორეში მცირედი გამართლების გარეშე შეჭრის უფრო თვალსაჩინო შემთხვევა. მჯერა, რომ ჩვენი ერთობლივი ისტორია აჩვენებს, რამდენად დიდი სიბრიყვეა ევროპაში იმ ტირანების წინაშე დათმობებზე წასვლა, რომლებსაც სჯერათ საზღვრების ძალის გამოყენებით შეცვლის. მე არ მინდა, რომ ჩვენ ვაჩვენოთ სისუსტე, რომელიც გამოვავლინეთ 1930-იან წლებში ჰიტლერის წინააღმდეგ. ის დაბრუნდა მეტისთვის და მისი აგრესიის შეჩერება ჩვენ ბევრად მეტი ადამიანის სიცოცხლის ფასად დაგვიჯდა. მე არ მინდა, რომ ჩვენ ვაჩვენოთ სისუსტე, რომელიც 2008 წელს პუტინის წინააღმდეგ გამოვავლინეთ, როდესაც ის საქართველოში შეიჭრა, ან გაუბედაობა რეაგირებაში 2014 წელს, როდესაც მან წაიღო ყირიმი და დონბასის დიდი ნაწილი, ვიდრე დაბრუნდებოდა, რომ მისი აგრესია 2022 წელს უფრო ძვირი დაგვჯდომოდა“, – აღნიშნავს ქემერონი.

ამასთან, როგორც დევიდ ქემერონი წერს, მას სურს, დასავლურმა ქვეყნებმა აჩვენონ სიმტკიცე, რომელიც 2022 წლის შემდეგ გამოავლინეს, როდესაც დასავლეთი დაეხმარა უკრაინას პუტინის მიერ დაპყრობილი ტერიტორიის ნახევრის გათავისუფლებაში, ნატო-ს სამხედრო პერსონალის დანაკარგის გარეშე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა