კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

დავით კირკიტაძე - ღირსეული სიბერე არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რაც უნდა შექმნას სახელმწიფომ

ნახვები: 637 დავით კირკიტაძე - ღირსეული სიბერე არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რაც უნდა შექმნას სახელმწიფომ

ღირსეული სიბერე არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რაც უნდა შექმნას სახელმწიფომ, ამ მიმართულებით პოლიტიკური ძალების გააქტიურებას მივესალმებით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით კირკიტაძემ განაცხადა.

კირკიტაძეს კითხვით მიმართეს „ლელოს“ წევრების განცხადებებთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლებაში მათი მოსვლის შემთხვევაში, პენსია პირველ ეტაპზე 200 ლარით გაიზრდება, 2028 წლამდე კი 1 000 ლარს გაუტოლდება.

„მივესალმებით ამ მიმართულებით პოლიტიკური ძალების გააქტიურებას, რადგან ღირსეული სიბერე არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც უნდა შექმნას სახელმწიფომ და იმოძრაოს ამ მიმართულებით. რაც შეეხება ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების ამა თუ იმ დაპირებას, რომელიც მათ აქვთ წინასაარჩევნოდ, ამაზე მათ უნდა ისაუბრონ და დეტალურად განუმარტონ მოქალაქეებს, როგორ აპირებენ“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა