თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

სალომე ზურაბიშვილმა ევროპაში ვიზიტებისთვის პირადი ხარჯებიდან 48 ათას ლარზე მეტი დახარჯა

ნახვები: 714 სალომე ზურაბიშვილმა ევროპაში ვიზიტებისთვის პირადი ხარჯებიდან 48 ათას ლარზე მეტი დახარჯა

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ახალი დეკლარაციის მიხედვით, გასულ წელს მან ევროპის ქვეყნებში ვიზიტების განსახორციელებლად 48 ათას ლარზე მეტი პირადი ხარჯი გასწია.

ეს თანხა, მათ შორის, მოიცავს მის ოფიციალურ ვიზიტებს ევროპის დედაქალაქებში, რომლებზეც საქართველოს მთავრობისგან თანხმობა არ ჰქონდა. 

ამავე დეკლარაციაში ვკითხულობთ, რომ გასული წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით სალომე ზურაბიშვილმა 55 275 ლარი ქველმოქმედებისთვის გაიღო.

პრეზიდენტის უახლესი დეკლარაცია 2024 წლის 29 იანვარს გამოქვეყნდა. 

გასული წლის პირველ სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნება სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებდა. მიზეზად პარტიაში მთავრობის უარის მიუხედავად, პრეზიდენტის ევროპაში გამგზავრება დაასახელეს, რითაც მან "უხეშად დაარღვია კონსტიტუცია".

30 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტის პარალელურად განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მას ყველა მოთხოვნილ ვიზიტზე უარი უთხრეს, მათ შორის, უკრაინაში.

კერძოდ, საუბარია სამ სამუშაო ვიზიტზე: 2023 წლის 31 აგვისტოს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, 2023 წლის 1 სექტემბერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან და 2023 წლის 6 სექტემბერს საფრანგეთის პრეზიდენტთან.

შემდეგ, საკითხის პარლამენტში გადმოტანამდე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვიასასამართლოს 9 წევრიდან განსხვავებული პოზიცია 3-მა დააფიქსირა - ირინე იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა.

პარლამენტში ზურაბიშვილის იმპიჩმენტი ჩავარდა, რადგან ქართულმა ოცნებამ საჭირო 100 ხმა ვერ მოაგროვა - ზურაბიშვილის გადაყენებას მხარი 86-მა დეპუტატმა დაუჭირა. ამის შემდეგ, ქართული ოცნების წევრებმა განაცხადეს, რომ სალომე ზურაბიშვილი ვადის ამოწურვამდე ქვეყნის "ფორმალური პრეზიდენტი" იქნება.

2024 წლის 13 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობას აპირებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის თქმით, პრეზიდენტმა მიუნხენის კონფერენციიდან ოფიციალური მოწვევა მიიღო. 

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოს პრეზიდენტზე, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ოფიციალურად მიიწვიეს ამბობს, რომ ის "არ წარმოადგენს საქართველოს" და წარმოდგენილი იქნება, როგორც "კერძო პირი".

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა