თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

მაშველებმა მტკვარში გადავარდნილი მანქანა ამოიყვანეს - ნაპოვნია მძღოლის ცხედარიც

ნახვები: 675 მაშველებმა მტკვარში გადავარდნილი მანქანა ამოიყვანეს - ნაპოვნია მძღოლის ცხედარიც

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა მეტეხის ხიდიდან მტკვარში გადავარდნილი ავტომობილი ამოიყვანეს.

ავტომობილიდან მაშველებმა მამაკაცის ცხედარი ამოასვენეს.

როგორც ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა, თბილისის სახანძრო ძალების სამმართველოს უფროსმა, ლევან მუსელიანმა განუცხადა, ავტომობილში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

„შემოსული ინფორმაციით, მეტეხის ხიდიდან მდინარე მტკვარში გადავარდა ავტომობილი. ადგილზე დროულად მოახდინა რეაგირება სახანძრო-სამაშველო ძალებმა. ჩართული იყო მყვინთავთა ჯგუფი, ასევე, მცურავი საშუალებები, მეხანძრე-მაშველთა პირადი შემადგენლობა. რამდენიმესაათიანი უწყვეტი ძებნის შემდეგ, მყვინთავთა მიერ ნაპოვნი იქნა ავტომანქანა, რომელიც ამოყვანილია მძიმე ტექნიკის საშუალებით. ავტომანქანაში ნანახი იქნა ერთი გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი. რაც შეეხება ვინაობას, ამ ეტაპზე უცნობია და დაადგენს შესაბამისი სამსახური“, – განაცხადა ლევან მუსელიანმა.

მტკვრის პერიმეტრზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები, მყვინთავების ჩართულობით, რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს პირადად ხელმძღვანელობდა სამსახურის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა