კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ევროკავშირის მიერ განსაზღვრულ 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით, დღეს პარლამენტში რიგით მეორე შეხვედრა გაიმართება

ნახვები: 558 ევროკავშირის მიერ განსაზღვრულ 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით, დღეს პარლამენტში რიგით მეორე შეხვედრა გაიმართება

ევროკავშირის მიერ განსაზღვრულ 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით, დღეს პარლამენტში რიგით მეორე შეხვედრა გაიმართება.

სამუშაო შეხვედრას დაესწრებიან საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები. არასამთავრობო სექტორიდან კი მასში მხოლოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

შეხვედრა პარლამენტში 11:00 საათზეა ჩანიშნული.

9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პირველი ასეთი შეხვედრა პარლამენტში 29 იანვარს გაიმართა. საპარლამენტო ოპოზიციიდან შეხვედრას არ ესწრებოდნენ „ლელოს“ დეპუტატები, რადგან, მათივე შეფასებით, ეს პროცესი არის „იმიტაცია“ და „ქართულ ოცნებას“ არ სურს რეფორმების განხორციელება.

შეგახსენებთ, ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველოს 9 რეკომენდაცია მისცა შესასრულებლად იმისათვის, რომ გაწევრიანების შემდგომ ნაბიჯზე - მოლაპარაკების გახსნის ეტაპზე გადავიდეს.

რეკომენდაციები მოიცავს:

ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან ბრძოლას;

ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს საგარეო პოლიტიკის თანხვედრის მაჩვენებლის გაუმჯობესებას;

პოლიტიკური პოლარიზაციის წინააღმდეგ ბრძოლას - მათ შორის პარლამენტში ოპოზიციურ პარტიებთან უფრო ინკლუზიურად მუშაობის გზით, განსაკუთრებით საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზე;

თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფას, განსაკუთრებით 2024 წელს და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის რეკომენდაციების სრულად გათვალისწინებას, ასევე საარჩევნო რეფორმების დასრულებას;

საპარლამენტო ზედამხედვლობის შემდგომ გაუმჯობესებას უსაფრთხოების სამსახურებზე, საკვანძო ინსტიტუტების, განსაკუთრებით საარჩევნო ადმინისტრაციის, ეროვნული ბანკისა და კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფას;

ყოვლისმომცველი და ეფექტური სასამართლო რეფორმის დასრულებას და განხორციელებას, მათ შორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და პროკურატურის ყოვლისმომცველ რეფორმას, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად შესრულებას გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის გზით;

ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ეფექტურობისა და ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფას, ამ ორგანოებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებას ინკლუზიური პროცესით;

დეოლიგარქიზაციის შესახებ არსებული სამოქმედო გეგმის გაუმჯობესებას, რათა დეოლიგარქიზაცია განხორციელდეს მრავალსექტორული, სისტემური მიდგომით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად და გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის შედეგად, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით;

ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესებას მათ შორის, ადამიანის უფლებების ამბიციური სტრატეგიის განხორციელებით და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფით. მიუკერძოებელი, ეფექტური და დროული გამოძიების დაწყებას მოწყვლადი ჯგუფების, მედიის წარმომადგენლებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების მიმართ მუქარის შემთხვევებში და ძალადობაში მონაწილეებისა და მის ორგანიზატორების პასუხისმგებლობის უზრუნველყოფას. სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას საკანონმდებლო და პოლიტიკის კეთების პროცესებში, მათი თავისუფალი მუშაობის უზრუნველყოფას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა