კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

იაგო ხვიჩია - ზურაბიშვილი ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე არსად დადის

ნახვები: 566 იაგო ხვიჩია - ზურაბიშვილი ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე არსად დადის

სპექტაკლი, რასაც ვხედავთ, თითქოს, გამიშვი-გამაკავე მიდის, რომ პრეზიდენტი ონავრობს და სადღაც გარბის, შეთანხმებული თამაშის ნაწილი მგონია - ზურაბიშვილი ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე არსად დადის, - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საუბრისას განაცხადა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი მთავრობისგან ნებართვის აღების გარეშე დაესწრება.

მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ არის ის ადამიანი, რომელსაც შეიძლება მნიშვნელოვანი როლი ჰქონდეს ასეთი ტიპის კონფერენციაზე.

„ჩემი აზრით, სალომე ზურაბიშვილი არსად დადის ბატონ ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე. დანარჩენი სპექტაკლი, რასაც ვხედავთ, თითქოს, გამიშვი-გამაკავე მიდის, რომ პრეზიდენტი ონავრობს და სადღაც გარბის, მე ეს ყველაფერი შეთანხმებული თამაშის ნაწილი მგონია. მგონი, სალომე ზურაბიშვილს დასვენება უნდა საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ“, - აღნიშნა ხვიჩიამ.

რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებს - ხვიჩიას თქმით, პარტია „საქართველოსთვის“ ბიძინა ივანიშვილის გულის მოგებას ცდილობს, „ლელო“ კი საბოლოოდ ‘ნაციონალურ მოძრაობაში“ შესასვლელად ფულს გადაიხდის.

„გახარიების შემთხვევაში საქმე მარტივად არის - ისინი ცდილობენ, ისევ მოიგონ რამენაირად ბიძინა ივანიშვილის გული, მაგრამ ის არ იკარებს. „ლელოს“ რაც შეეხება - ცოტა ხანი ასე ივლიან, გაარკვევენ რომ „ნაცების“ გარეშე არანაირი პერსპექტივა არ აქვთ და ფულს გადაიხდიან „ნაცებში“ შესასვლელად საბოლოო ჯამში“, - განაცხადა ხვიჩიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა