კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

შალვა პაპუაშვილი - ეკა ბესელიას აქვს არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ფინანსდება უცხოეთიდან, მოვუწოდებ, გაასაჯაროოს უცხოური დაფინანსებები

ნახვები: 485 შალვა პაპუაშვილი - ეკა ბესელიას აქვს არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ფინანსდება უცხოეთიდან, მოვუწოდებ, გაასაჯაროოს უცხოური დაფინანსებები

პირადად ვერ ჩამოვყალიბდი ეკა ბესელია პოლიტიკოსია, თუ ენჯეოსექტორის წარმომადგენელი, – ამის შესახებ საქართველოს პარალამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს, რომ შესაძლოა, ეკა ბესელია შეწყალების კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნოს.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ბესელიას აქვს „ენჯეო“, რომელიც ფინანსდება უცხოეთიდან და მოუწოდებს მას, გაასაჯაროოს საკუთარი უცხოური დაფინანსებები.

„ერთადერთი რამისკენ მოვუწოდებდი მედიას, დაინტერესდეს ქალბატონი ბესელიას უცხოური დაფინანსებით. პირადად ვერ ჩამოვყალიბდი ეკა ბესელია პოლიტიკოსია, თუ ენჯეოსექტორის წარმომადგენელი. მას აქვს „ენჯეო“, რომელიც ფინანსდება უცხოეთიდან და ამავე დროს ის არის პოლიტიკოსი. ეს არის აბსოლუტური ინტერესთა კონფლიქტი და შეუთავსებლობა. უპირველეს ყოვლისა, მას მოვუწოდებ, რომ გაასაჯაროოს საკუთარი უცხოური დაფინანსებები და ამის შემდეგ იმსჯელოს საზოგადოებამ. როდესაც პოლიტიკოსი ფინანსდება უცხოეთიდან პირდაპირი წყაროებით, როგორ შეიძლება, მას ჰქონდეს ნდობა ქართული საზოგადოების მხრიდან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა