კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ძალადობა სკოლაში - გორის საჯარო სკოლაში თანასკოლელებმა მოსწავლეზე ფიზიკურად იძალადეს

ნახვები: 543 ძალადობა სკოლაში - გორის საჯარო სკოლაში თანასკოლელებმა მოსწავლეზე ფიზიკურად იძალადეს

გორის მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეს თანასკოლელები ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც თვითხმილველები ამბობენ, ამას წინ ეზოში სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა. 

მე-7 კლასელ მოსწავლეს დაზიანებები თავის არეში რამდენიმე ადგილას აქვს მიყენებული, მათ შორის, ცხვირის არეში. დირექციამ სასწრაფო დახმარება გამოიძახა. 

არსებული ინფორმაციით, ეს მიმდინარე კვირაში ამავე სკოლაში ძალადობის მე-2 შემთხვევაა. მასწავლებლები მომხდართან დაკავშირებით ფორმულას კითხვებს არ პასუხობენ, ხოლო გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრში ფორმულას უთხრეს, რომ "ბავშვებს შორის ჩხუბი ხდებოდა ყოველთვის და ხდება ახლაც". 

"ბავშვებს შორის ჩხუბი ხდებოდა ყოველთვის. ხდება ახლაც, ხმამაღალი ნათქვამია, რომ რეაგირება არ ჰქონდა არავის. მეეჭვება, რომ რომელიმე სკოლის ადმინისტრაციას რეაგირება არ ჰქონდეს, თუ ხედავს სკოლაში ძალადობას, ბულინგს ან სხვა რამე სახის დისციპლინურ გადაცდომას", - ამბობს გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორი ნანა ტერმაკოზაშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას განუცხადეს, რომ გამოძიება დაწყებულია. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა