კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

სასამართლომ დონალდ ტრამპს ჯარიმის სახით, 355 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა და ნიუ იორკის შტატში სამი წლით ბიზნესსაქმიანობა აუკრძალა

ნახვები: 563 სასამართლომ დონალდ ტრამპს ჯარიმის სახით, 355 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა და ნიუ იორკის შტატში სამი წლით ბიზნესსაქმიანობა აუკრძალა

ნიუ იორკის შტატის სასამართლომ დონალდ ტრამპი უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საქმეზე დამნაშავედ ცნო და, ჯარიმის სახით, 355 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა.

ამასთან ერთად, ტრამპს ნიუ იორკის შტატში სამი წლით აუკრძალეს ბიზნესსაქმიანობა.

მოსამართლემ დაადგინა, რომ ტრამპის ორგანიზაცია საკუთარი უძრავი ქონების ფასს ხელოვნურად ზრდიდა და ამ გზით შეღავათიანი საბანკო კრედიტებით სარგებლობდა.

ნიუ იორკის პროკურატურა ტრამპს თაღლითობაში, დოკუმენტების გაყალბებასა და ცრუ ფინანსური ანგარიშების შედგენაში სდებდა ბრალს.

გარდა ამისა, სასამართლომ ტრამპს აუკრძალა ხელმძღვანელი თანამდებობის დაკავება ნიუ იორკის შტატში რეგისტრირებულ ნებისმიერ კომპანიაში. ანალოგიური შეზღუდვა, თუმცა არა სამი, არამედ ორი წლით, დაუწესდათ ტრამპის შვილებს.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, მომდევნო სამი წლის განმავლობაში ტრამპის ორგანიზაციას დამოუკიდებელი მონიტორინგი გაუწევს ზედამხედველობას.

ტრამპის ბიზნესიმპერიის წინააღმდეგ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც 2019 წელს „ნიუ იორკ თაიმსმა“ გამოაქვეყნა გამოძიება, რომლის მიხედვითაც, ტრამპის კომპანიები არ ახდენდნენ შემოსავლების დეკლარირებას და არ იხდიდნენ გადასახადებს ნიუ იორკის შტატის ბიუჯეტში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა