კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ერევანში ფაშინიანის თბილისში ვიზიტს აფასებენ: რთულია სომხეთ-საქართველოს ურთიერთობის პერსპექტივაზე საუბარი

ნახვები: 889 ერევანში ფაშინიანის თბილისში ვიზიტს აფასებენ: რთულია სომხეთ-საქართველოს ურთიერთობის პერსპექტივაზე საუბარი

სომხურ გამოცემა «Այսօր»-ში („დღეს") გამოქვეყნებულია კომენტარი საქართველოში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტთან დაკავშირებით, რომელიც ეხება სამხრეთ კავკასიაში სატრანსპორტო დერეფნების გახსნას და ამასთან დაკავშირებით, გამოხატულია აზრი, თუ რა გავლენას მოახდენს ეს ფაქტი საქართველოს ეკონომიკაზე.
„დღეს საქართველოსა და სომხეთს შორის პარტნიორული და კეთილმეზობლური ურთიერთობები არსებობს, მაგრამ არის ტენდენცია იმისა, რომ სიტუაცია ახალ დონეზე გადადის", - ამბობს «Այսօր»-ის კორესპონდენტთან ინტერვიუში ჯონი მელიქიანი, საქართველოს საკითხების ექპერტი.
მისი თქმით, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის 44-დღიანი ომის შედეგების, კორონავირუსის ეპიდემიისა და რეგიონში მომხდარი სხვა ცვლილებების გათვალისწინებით, დღეს რთულია სომხეთ-საქართველოს ურთიერთობის პერსპექტივაზე საუბარი. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ჩარჩოებში, სამთავრობოთაშორისო კომისიის სხდომაც ჩატარდა. „შეიძლება ითქვას, რომ ეს ფაქტი სომხეთ-საქართველოს წლიური ურთიერთობის ინსტიტუციურ განზოგადებას ნიშნავს".
ექსპერტის აზრით, რასაკვირველია, სამომავლოდ იქნება ახალი ინიციატივები, ახალი წინადადებები. უკვე გამოცხადდა, რომ ორმხრივი ვაჭრობის მოცულობა ერთ მილიარდ დოლარამდე უნდა გაიზარდოს.
„ეს არც მცირეა და არც დიდი, თუმცა ამოცანის რეალიზებას დიდი მუშაობა დაჭირდება. მთავარია, რომ რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა იყოს", - ამბობს ჯონი მელიქიანი.
იგი იმავდროულად ყურადღებას ამახვილებს საქართველოს როლსა და მდგომარეობაზე იმ ახალ სიტუაციაში, რომელიც სამხრეთ კავკასიაშია ჩამოყალიბებული.
„ცხადია, ერთი მხრივ, დღევანდელი რეგიონული პროცესები ახალ შესაძლებლობებს იძლევა, მაგრამ, მეორე მხრივ, ახალ გამოწვევებსაც ქმნის საქართველოსთვის: სატრანსპორტო კომუნიკაციების განბლოკვამ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის [მაგალითად, „ზანგეზურის დერეფანის" სახით] შეიძლება საქართველოს ეკონომიკაზე [ნეგატიური] გავლენა მოახდინოს. ბოლო დრომდე ის „სტატუს-ქვო", რომელიც რეგიონში მრავალი წლის განმავლობაში არსებობდა, ძალიან მომგებიანი იყო საქართველოსთვის", - ამბობს ექსპერტი და დასძენს, - შესაბამისად, თბილისს პოლიტიკური და ეკონომიკური გააქტიურება მოუწევს ახალ სიტუაციაში გაჩენილი გამოწვევების გადასალახავად..
როგორც ჯონი მელიქიანი აღნიშნავს ინტერვიუს დასასრულს, დღეს საკმაოდ ბევრი შესაძლებლობა არსებობს იმისთვის, რომ სომხეთმა და საქართველომ ერთობლივი პროექტები შეიმუშაონ.

 

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა