თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ირაკლი ბერაია ალეკო ელისაშვილს: ჭკუით მოიქეცი და საკუთარი ემოციები მოთოკე

ნახვები: 642 ირაკლი ბერაია ალეკო ელისაშვილს: ჭკუით მოიქეცი და საკუთარი ემოციები მოთოკე

სხვა დროს, როცა ენა მოთოკილი გქონდა, კომიტეტი ნორმალურად მუშაობდა - თუ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი აბსოლუტური ფორმალობაა, ესეც გვითხარი - გვითხარი, რომ აქ მარტო შენ ხარ! - ასე მიმართა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიას.

ელისაშვილს ბერაიმ შემდეგი სიტყვებით უპასუხა: ჭკუით მოიქეცი და საკუთარი ემოციები მოთოკე

კამათი კომიტეტის დღევანდელი სხდომის დღის წესრიგში ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობის“ საკანონმდებლო წინადადების დამატებას მოჰყვა, რა ინიციატივაც კომიტეტის უმრავლესობამ არ გაიზიარა. “საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ პარლამენტს უსაფრთხოების სექტორის კონტროლის მიზნით, ცალკე სპეციალიზირებული სტრუქტურის შექმნისა და ნდობის ჯგუფის მანდატის გაფართოების წინადადებით მიმართა.

საკანონმდებლო წინადადება თავად ირაკლი ბერაიამ წარადგინა და როგორც განაცხადა, ის საინტერესო არ იყო და მისი გაზიარება არ მოხდებოდა, რადგან “ფაქტობრივ უზუსტობას შეიცავს და მასში არის ისეთი საკითხები, რასაც არ იზიარებენ“. ბერაიას თქმით, როგორც კომიტეტი, ასევე პარლამენტის ნდობის ჯგუფი უსაფრთხოების სექტორის და ყველა შესაბამისი უწყების კონტროლს ეფექტურად ახორციელებს, ხოლო თუ რაიმე იქნება გასაუმჯობესებელი, ეს გაკეთება.

“მოცემულ შემთხვევაში, ამის გაკეთების საჭიროება არ არსებობს, რაზეც საერთაშორისო პარტნიორები შეფასებებში მიუთითებენ. “საერთაშორისო გამჭვირვალობა ძალიან ბევრს საუბრობს სხვისი მანდატის გაზრდაზე, სხვისი მანდატის გაფართოებასა და სხვის ხარვეზებზე. მაშინ როცა “საერთაშორისო გამჭვირვალობის“ გამჭვირვალობაზე იყო საუბარი, ეს ორგანიზაცია კატეგორიული წინააღმდეგი იყო. შემუშავებული საკანონმდებლო პროექტი მონათლეს როგორც რუსული კანონი და ჩვენ ყველას რუსები გვიწოდეს“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

ბერაიას პასუხად კომიტეტის ოპოზიციონერმა წევრებმა პროტესტი იმ ფაქტთან დაკავშირებით გამოხატეს, რომ აღნიშნული საკანონმდებლო წინადადების განხილვა წინასწარ გამოქვეყნებულ დღის წესრიგში ასახული არ ყოფილა, მის შინაარსს არ იცნობდნენ და საკითხის განხილვა კომიტეტმა სხდომის დაწყებისას დაამატა.

“როცა კომიტეტის წევრებმა იციან, რომ კომიტეტის სხდომაზე ერთ საკითხია, მას სხვა საკითხიც უნდა დაახვედრო და ასე თათარიახნად უნდა განვიხილოთ?! ეს ამბავი სერიოზულია?! ჩვენ ახლა რა ვქნათ, თავი გიქნიოთ, რომ მართალი ხართ?! აქ სათამაშოდ ვართ შეკრებილი? - თუ ეს კომიტეტი აბსოლუტური ფორმალობაა, ესეც გვითხარით - გვითხარი, რომ აქ მარტო შენ ხარ!“, - მიმართა ბერაიას ალეკო ელისაშვილმა.

ბერაიამ კოლეგის პასუხად განმარტა, რომ საკითხი დამატებით კომიტეტს რეგლამენტი არ დაურღვევია, ხოლო ოპოზიციონერ კოლეგას მიმართა, რომ თუ ამ ფორმით კომიტეტში მუშაობა არ მოსწონს, შეუძლია კომიტეტი დატოვოს.

“ეს არის თქვენი ნება და უფლებამოსილება - ჭკუით მოიქეცი და საკუთარი ემოციები მოთოკე“, - განაცხადა ბერაიამ ელისაშვილის პასუხად.

მან დასძინა ისიც, რომ თუკი რომელიმე დეპუტატისთვის “საერთაშორისო გამჭვირვალობის“ საკანონმდებლო წინადადება მისაღებია, საკანონმდებლო პროექტის სახის მიცემა და პარლამენტში დაინიცირება ნებისმიერ მათგანს შეუძლია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა