კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ჯოზეფ ბორელი - მინისტრებს შევთავაზებთ, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული სასანქციო რეჟიმი ალექსეი ნავალნის სახელობის გახდეს

ნახვები: 597 ჯოზეფ ბორელი - მინისტრებს შევთავაზებთ, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული სასანქციო რეჟიმი ალექსეი ნავალნის სახელობის გახდეს

ამ დღეებში რუსეთის ქუჩებში ბევრი ადამიანი გამოვიდა, რეპრესიების მიუხედავად, ბევრი მათგანი დააკავეს. ჩვენ უნდა გავიგზავნოთ მხარდაჭერის გზავნილი რუსეთის ოპოზიციას, - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა და ასევე, რუსი ხალხის მიმართ მხარდაჭერა, რომელსაც თავისუფლებაში ცხოვრება სურს. ნავალნის მიმართ პატივსაცემის გამოსახატად და მისი ხსოვნის პატივსაცემად, შევთავაზებთ მინისტრებს, ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებული სასანქციო რეჟიმი მისი სახელობის გავხადოთ და ვუწოდოთ ნავალნის სახელობის ადამიანის უფლებათა სასანქციო რეჟიმი, რათა მისი სახელი სამუდამოდ ჩაიწეროს ევროკავშირის ადამიანის უფლებათა დაცვის საქმიანობაში“, - აღნიშნა ბორელმა.

მისივე თქმით, წევრი სახელმწიფოები აუცილებლად წარადგენენ სანქციებს ალექსეი ნავალნის სიკვდილზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ, "დიდი პასუხისმგებელი" კი თავად პუტინია

ამასთან, ბორელის განმარტებით, მინისტერიალს დაესწრება ალექსეი ნავალნის მეუღლე, იულია ნავალნაია.

„წევრი სახელმწიფოები აუცილებლად წარადგენენ სანქციებს პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ. დიდი პასუხისმგებელი თავად პუტინია. შეგვიძლია, რუსეთის სასჯელაღსრულების სისტემის ინსტიტუციურ სტრუქტურამდე ჩავიდეთ, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, ვინ არის ნამდვილი პასუხისმგებელი ნავალნის სიკვდილზე”, - აღნიშნა ბორელმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა