კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვოლოდიმირ ზელენსკი კუპიანსკში, ფრონტის ხაზზე ჯარისკაცებს ეწვია

ნახვები: 521 ვოლოდიმირ ზელენსკი კუპიანსკში, ფრონტის ხაზზე ჯარისკაცებს ეწვია

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკი კუპიანსკის სექტორში, ფრონტის ხაზზე ჯარისკაცებს ეწვია, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკი კუპიანსკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მე-14 ცალკეული მექანიზებული ბრიგადის სამეთაურო პუნქტს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტმა სამხედროები დააჯილდოვა.

უკრაინის პრეზიდენტმა ბრიგადის მეთაურთან, ოლექსი ტრუბნიკოვთან ჯარისკაცების საბრძოლო მასალით მომარაგების, რუსების მიერ დრონების გამოყენებისა და მათი განადგურების საკითხები განიხილა.

„მე თქვენი მჯერა. ჯანმრთელობას გისურვებთ. საკუთარ თავებსა და თქვენს კოლეგებს გაუფრთხილდით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ყველას გამარჯვებას გისურვებთ“, - განუცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედროებს.

ცნობისთვის, 2022 წელს რუსებმა ქალაქ კუპიანკის დროებითი ოკუპაცია მოახერხეს, თუმცა მოგვიანებით იგი უკრაინულმა სამხედრო ძალებმა გაათავისუფლეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა