თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ირაკლი ბერაია - სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილს თუ შეიწყალებს, ქართველი ხალხის რისხვას თავიდან ვერ აიცილებს, ეს კარგად უნდა იცოდეს

ნახვები: 539 ირაკლი ბერაია - სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილს თუ შეიწყალებს, ქართველი ხალხის რისხვას თავიდან ვერ აიცილებს, ეს კარგად უნდა იცოდეს

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ბერაიას განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის მოქმედებები, ისევე როგორც მისი რიტორიკა უკვე აღარ იწვევს საზოგადოების გაოცებას.

ბერაიას თქმით, სალომე ზურაბიშვილი სახელმწიფოს წინააღმდეგ საქმიანობაშია ჩართული.

„მისი ირაციონალურობის ხარისხიდან გამომდინარე, მისი მოქმედებების პროგნოზირება შეუძლებელია, თუმცა ფაქტია, რომ ის არის ჩართული და ინსტრუმენტალიზებული სახელმწიფოს წინააღმდეგ საქმიანობაში. გვინახავს ამის არაერთი მაგალითი, მის მიერ კონსტიტუციის დარღვევა და ამ დარღვევით მოგზაურობაც ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

რაც შეეხება მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის სალომე ზურაბიშვილისთვის მიმართვას სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, ირაკლი ბერაიას შეფასებით, ეს ყველაფერი არა შემთხვევით ნათქვამი, არამედ კარგად კოორდინირებული საქმიანობის ნაწილია.

„ვფიქრობ, ეს არ იყო შემთხვევით ნათქვამი, მათ შორის პრეზიდენტისთვის. ვფიქრობ, ეს არის კარგად კოორდინირებული საქმიანობის ნაწილი. არ შემიძლია წინასწარ პროგნოზი, რას იზამს საქართველოს პრეზიდენტი. უბრალოდ, თუკი მოხდება მის მიერ იმის გაკეთება, რასაც სთხოვენ – სააკაშვილის შეწყალება, რა თქმა უნდა, ის ქართველი ხალხის რისხვას თავიდან ვერ აიცილებს. ეს ძალიან კარგად უნდა იცოდეს. რაც შეეხება სიკორსკის განცხადებას, პირადად ჩემთვის ეს არის მიუღებელი. პარტნიორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ამ ტონით არ უნდა საუბრობდეს. ჩვენ სიკორსკის და სააკაშვილის მეგობრობაში ჩარევას არ ვაპირებთ, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ ერთმანეთი. თუკი ის ითხოვს კრიმინალის, სახელმწიფო ტერორიზმის მანქანის შემოქმედის გათავისუფლებას და მას მოიხსენიებს როგორც ქართული ტრანსფორმაციის ერთ-ერთ ავტორს, ეს მისი პრობლემაა. ვფიქრობ, ეს მასზე დადებითად არ მეტყველებს“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა