კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

კრიზის დაძლევის ვერანაირ შანსს ვერ ვხედავ-ზურა ჯაფარიძე პრეზიდენტის ინიციატივაზე

ნახვები: 395 კრიზის დაძლევის ვერანაირ შანსს ვერ ვხედავ-ზურა ჯაფარიძე პრეზიდენტის ინიციატივაზე

„კრიზის დაძლევის ვერანაირ შანსს ვერ ვხედავ",- ამის შესახებ ,,გირჩი - მეტი თავისუფლებას" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ჯაფარიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილის მიერ წამოწყებული პროცესი არანაირად არ მოიაზრებს იმას, რომ უახლოეს მომავალში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები, ან რაიმე ტიპის შეთანხმება შედგება.

„არასწორი წარმოდგენა არის საზოგადოებაში, მედიაში და პოლიტიკურ სპექტრში თუ რა პროცესზე საუბრობს სალომე ზურაბიშვილი. როგორც მან ამიხსნა, საუბარია პროცესის წამოწყებაზე, რომელიც გულისხმობს ქვეყნის უახლესი წარსულის გააზრებას და ამის ბაზაზე ერის კონსოლიდაციას გარკვეულ საკითხებზე. ეს პროცესი არანაირად არ მოიაზრებს იმას, რომ უახლოეს მომავალში იგულისხმება მოლაპარაკებები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ან რაიმე ტიპის შეთანხმება, რომელიც კრიზისს განმუხტავს ამ ქვეყანაში.

კრიზის დაძლევის ვერანაირ შანსს ვერ ვხედავ ამ პროცესით და ვერც ვერანაირ მოლაპარაკებებს, ვიდრე „ქართული ოცნება" არ შეასრულებს იმას, რაზეც 8 თვის წინ შეთანხმდა ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან. ახალ მოლაპარაკებებზე საუბარი უბრალოდ სისულელე და უტვინობა მგონია. მაგრამ როგორც დღევანდელი შეხვედრიდან გავიგე, ამაზე არც არის საუბარი, საუბარია ყოვლისმომცველ პროცესზე, რომელიც შეიძლება დროში წლები გაიწელოს", - განაცხადა ჯაფარიძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა