თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

დავით უსუფაშვილი - „ოცნება“ ხელისუფლების მისატაცებლად ემზადება - პირდაპირ აცხადებენ, რომ დემოკრატიული არჩევნების გზით არ დატოვებენ ძალაუფლებას

ნახვები: 521 დავით უსუფაშვილი - „ოცნება“ ხელისუფლების მისატაცებლად ემზადება - პირდაპირ აცხადებენ, რომ დემოკრატიული არჩევნების გზით არ დატოვებენ ძალაუფლებას

„ოცნება“ ხელისუფლების მისატაცებლად ემზადება - მთავრობაში მყოფნი სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების მომზადებით კი არ არიან დაკავებულნი, მთელი სახელისუფლებო რესურსის საკუთარი გამარჯვებისთვის მობილიზებას ახდენენ. კარგია, რომ სადამკვირვებლო მისია არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ჩამოვიდა,- ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს NDI -ის სადამკვირვებლო მისიასთან შეხვედრამდე განუცხადა.

მისივე თქმით, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, პოლიტიკური დევნა და ოპონენტების დაშინება არჩევნებამდე ხდება და სადამკვირვებლო მექანიზმები მნიშვნელოვანია ამ კონტექსტში.

„სასიხარულოა, რომ NDI-ის მეშვეობით საქართველოში ჩამოვიდა ძალიან ბევრი გამოცდილი პოლიტიკოსი და საარჩევნო დამკვირვებელი. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ისინი თავიანთ გამოცდილებას გამოიყენებენ იმისთვის, რომ ჩვენთან და ქართველ ხალხთან ერთად „ოცნებას“ არ მიეცეს საშუალება მიიტაცოს ხელისუფლება. არადა, „ოცნება“ სწორედ ამისთვის ემზადება. პირდაპირ აცხადებენ რომ დემოკრატიული არჩევნების გზით არ დატოვებენ ძალაუფლებას, მთავრობაში მყოფნი სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების მომზადებით კი არ არიან დაკავებულნი, არამედ მთელ სახელისუფლებო რესურსის საკუთარი გამარჯვებისთვის მობილიზებას აკეთებენ. ამიტომ კარგია, რომ მისია ჩამოვიდა რამდენიმე თვით ადრე არჩევნებამდე, რადგან ძალიან ბევრი საკითხია მანამდე მოსაგვარებელი.

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება როგორც წესი მანამდე ხდება, პოლიტიკური დევნა და ოპონენტების დაშინება წინა თვეებში ხდება და სადამკვირვებლო მექანიზმები იმედი გვაქვს, რომ ხელისუფლებას სერიოზულ პრობლემას შეუქმნის. მაგრამ „ლელო“ ვთვლით, რომ ხელისუფლებას მთავარი პრობლემა უნდა შეუქმნას ქართველმა ხალხმა და პოლიტიკურმა ძალებმა და ჩვენ კიდევ უკეთ უნდა მოვემზადოთ ამისთვის.

სრულიად ოპოზიციას გვმართებს მოსახლეობაში არჩევნებისადმი ნდობის ხარისხის ამაღლება, იმის დემონსტრირება, რომ ვაპირებთ ყველა მოქალაქის ხმის დაცვას და არა მხოლოდ საკუთარი ამომრჩევლების და საკუთარი ხმების.

აუცილებელია ჩვენ დავძლიოთ ხელისუფლების მიერ გაღვივებული ნიჰილიზმი. ხელისუფლება ყველაფერს იღონებს, რომ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი მინიმუმ სახლში დარჩეს და დაბალი აქტივობა ყოველთვის ხელისუფლებას აწყობს, რადგან თავისი მომხრეების მიყვანას სხვადასხვა ბერკეტებით ყოველთვის ახერხებს საარჩევნო ყუთებამდე. ამიტომ მოსახლეობაში უნდა გავზარდოთ ნდობა და ენთუზიაზმი, რომ ამ არჩევნების გზით მართლა არის შესაძლებელი ცვლილება, აქ ყველა ერთიანი უნდა ვიყოთ,“- განაცხადა უსუფაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა