Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

ჯოზეფ ბორელი - მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, ანტიდასავლური რიტორიკის, ინფორმაციის მანიპულირების წინააღმდეგ იბრძოლოს

ნახვები: 587 ჯოზეფ ბორელი - მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, ანტიდასავლური რიტორიკის, ინფორმაციის მანიპულირების წინააღმდეგ იბრძოლოს

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ იბრძოლოს ანტიდასავლური რიტორიკის, ინფორმაციის მანიპულირების წინააღმდეგ. ჩვენ გვინდა, ამ მიმართულებით გადადგმული კიდევ მეტი ნაბიჯი ვნახოთ, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

აღნიშნული განცხადება მან ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„ჩვენ საერთო ფასეულებებსა და პრინციპებზე ვახორციელებთ ძალისხმევას. მნიშვნელოვანია, რომ ეს ერთობა იყოს ასახული ყველაფერში, რადგან ძალიან საშიშ გეოპოლიტიკურ გარემოში ვარსებობთ და გაწევრიანებისთვის მნიშვნელოვანია, რომ, მცირედით გაიზარდა, მაგრამ კიდევ უფრო გაიზარდოს უსაფრთხოების პოლიტიკა, გადაწყვეტილებები ამ მიმართულებით. ჩვენ ველოდებით, რომ მნიშვნელოვნად გაიზრდება შესაბამისობა ამ მიმართულებით მომდევნო წლებში. ასევე,  მოვუწოდებ მთავრობას, რომ ანტიდასავლური რიტორიკის წინააღმდეგ, ინფორმაციის მანიპულირების წინააღმდეგ იბრძოლოს. ჩვენ გვინდა, ამ მიმართულებით გადადგმული კიდევ უფრო მეტი ნაბიჯი ვნახოთ“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა