თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ირაკლი კობახიძე - შესაბამისი პირობები როცა მომზადდება, უნდა მივიღოთ პრინციპული გადაწყვეტილება ნატო-ში სრულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით

ნახვები: 567 ირაკლი კობახიძე - შესაბამისი პირობები როცა მომზადდება, უნდა მივიღოთ პრინციპული გადაწყვეტილება ნატო-ში სრულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით

დღეისათვის რთული ვითარებაა, თუმცა მაქსიმალურად აქტიურად ვიმუშავებთ, რათა ალიანსს უფრო მეტად დავუახლოვდეთ და ჩვენს შორის პარტნიორობა გაღრმავდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, მართალია ამ ეტაპზე ევროინტეგრაციის მხრივ ვითარება რთულია, თუმცა ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ შესაბამისი პირობების დროს სრულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით პრინციპული გადაწყვეტილება იყოს მიღებული.

„გაგრძელდება, რა თქმა უნდა, კონსულტაციები. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია პარტნიორობის გაღრმავება და რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ამ კუთხით გვქონდეს მაქსიმალური პროგრესი, დანარჩენი არის სამუშაო პროცესი. რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე რთული ვითარებაა, ვიდრე უკრაინაში გრძელდება ომი, ვითარება ინტეგრაციის კუთხით არის რთული, არ არის დღეს მომწიფებული ვითარება იმისთვის, რომ ასეთი გადაწყვეტილებები იყოს მიღებული, თუმცა რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავიხედოთ წინ და ყველაფერი შევამზადოთ, რათა საბოლოო ჯამში, როცა ამისთვის შესაბამისი პირობები მომზადდება, ჩვენ მივიღოთ ასეთი გადაწყვეტილება, პრინციპული გადაწყვეტილება სრულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით. დღეისათვის არის რთული ვითარება ამ კუთხით, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მაქსიმალურად აქტიურად ვიმუშავებთ, რათა დავუახლოვდეთ უფრო მეტად ალიანსს და გაღრმავდეს პარტნიორობა ჩვენს შორის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა