კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ემანუელ მაკრონი - ჩვენ გვინდა, სამხრეთ კავკასია იყოს მშვიდობის, ინტეგრაციის, თანამშრომლობის არეალი ღია საზღვრებით

ნახვები: 542 ემანუელ მაკრონი - ჩვენ გვინდა, სამხრეთ კავკასია იყოს მშვიდობის, ინტეგრაციის, თანამშრომლობის არეალი ღია საზღვრებით

ჩვენ გვინდა, სამხრეთ კავკასია იყოს მშვიდობის, ინტეგრაციის, თანამშრომლობის არეალი ღია საზღვრებით, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრისას განაცხადა.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დაკავშირებადობის პროექტები იყოს ინტეგრაციის ფაქტორები და არა გაყოფის.

ემანუელ მაკრონის განცხადებით, საფრანგეთს აქვს ცენტრალურ აზიას, სამხრეთ კავკასიასა და ევროკავშირს შორის კავშირის გაძლიერების ინტერესი და ამაში თავისი წვლილი შეაქვს სომხეთის მშვიდობის გზაჯვარედინების ინიციატივას.

„ჩვენ ასევე გავაგრძელებთ სომხეთთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განვითარებას: თანხმობა არსებობს კონტრაქტების გაფორმებაზე თავდაცვითი მიზნებისთვის სამხედრო ტექნიკის მიწოდებაზე და საფრანგეთი გააგრძელებს მოქმედებას ამ სფეროში პასუხისმგებლობის სულისკვეთებით და ესკალაციის სურვილის გარეშე. საფრანგეთი ასევე აგრძელებს ჰუმანიტარული ვალდებულებების განმტკიცებას სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის ლტოლვილების სასარგებლოდ, დახმარებით, რომელიც ახლა 2023 წელს 29 მილიონ ევროს შეადგენს. საფრანგეთი ასევე გააგრძელებს მტკიცე მხარდაჭერას ევროკავშირსა და სომხეთს შორის ურთიერთობების განვითარებას ყველა განზომილებაში. აქაც ყველაფერი წინ მიიწევს ჩვენი საერთო სტრატეგიული ინტერესების სამსახურში“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა