კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვიქტორია ნულანდი - რამდენიმე დღეში გვექნება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამანადგურებელი ახალი პაკეტი

ნახვები: 573 ვიქტორია ნულანდი - რამდენიმე დღეში გვექნება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამანადგურებელი ახალი პაკეტი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ვიქტორია ნულანდის განცხადებით, შეერთებული შტატები რუსეთის წინააღმდეგ ასობით ახალ სანქციას დააწესებს.

ნულანდის განმარტებით, სანქციების ნაწილის სამიზნეა რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის სიკვდილზე პასუხისმგებელი პირები, უმეტესობა კი „პუტინის ომი მანქანას“ დაარტყამს. სანქციები ასევე მიმართული იქნება იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან.

„ჩვენ გვექნება სანქციების გამანადგურებელი ახალი პაკეტი, ასობით, ასობით და ასობით სანქცია მომდევნო რამდენიმე დღეში. ზოგიერთი მათგანი მიმართული იქნება იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ნავალნის სიკვდილში. აბსოლუტური უმრავლესობა შექმნილია იმისთვის, რომ კიდევ უფრო შესუსტდეს პუტინის ომის მანქანა და დახუროს სანქციების რეჟიმის ხარვეზები, რომელთა საშუალებითაც ის სანქციების თავიდან აცილებას ახერხებს“, - აღნიშნა ნულანდმა.

მისი თქმით, უკვე დაწესებულმა სანქციებმა ვერ შეაჩერა რუსეთის თავდაცვის ინდუსტრია, რადგან ”პუტინმა და მისმა თაღლითებმა ბევრი ხარვეზი იპოვეს“. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის განმარტებით,ახალი სანქციები ამ საკითხს მოაგვარებს.

„პაკეტი, რომელსაც რამდენიმე დღეში ნახავთ, ფოკუსირებულია სანქციების თავის არიდების პრობლემაზე, კვანძებზე, ქსელებსა და ქვეყნებზე, რომლებიც ხელს უწყობენ თავის არიდებას - ნებით თუ სხვაგვარად - და ბანკებზე, რომლებიც მხარს უჭერენ და უშვებენ ამ სახის თავის არიდებას“, - განაცხადა ვიქტორია ნულანდმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა