კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ელენე ხოშტარია-„ქართული ოცნების“ რეჟიმთან შეუძლებელია ურთიერთობა

ნახვები: 394 ელენე ხოშტარია-„ქართული ოცნების“ რეჟიმთან შეუძლებელია ურთიერთობა

ის პროცესი, რომელიც წამოიწყო სალომე ზურაბიშვილმა, არავითარ შემთხვევაში არ უნდა აღვიქვათ არასწორად და არ უნდა ვიფიქროთ, რომ ამის პარალელურად ყველა პოლიტიკური ბრძოლა არის გაჩერებული", - ამის შესახებ „დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ „ნაციონალური მოძრაობის" მიერ შიმშილობასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიტიკური ბრძოლის გარეშე „ქართული ოცნების" რეჟიმთან ურთიერთობა შეუძლებელია.

„ყველა ინსტრუმენტს აქვს თავისი ადგილი. თავად ნიკა მელიამ შიმშილობის გამოცხადებისას აღნიშნა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია კომუნიკაცია, მათ შორის, პრეზიდენტთან. ეს პროცესი როგორ წარიმართება, ეს არის ერთი მიმართულება და ჩვენ აქტიურად ვართ ამაში ჩართული და მეორე არის ის პოლიტიკური ბრძოლა, რომლის გარეშეც „ქართული ოცნების" რეჟიმთან შეუძლებელია ურთიერთობა. გადაწყვეტილება, რომ შენ შენი ჯანმრთელობის ზიანის ხარჯზე იბრძოლო ადამიანის უფლებებისთვის ჩემი აზრით, იმსახურებს სოლიდარობას. ეს არის ფორმა, რომელიც აირჩია „ნაციონალურმა მოძრაობამ" და მე ყოველმხრივ ხელს შევუწყობ, რომ ამან მოიტანოს შედეგი, რომ გადაიჭრას მიხეილ სააკაშვილის საკითხი", - განაცხადა ხოშტარიამ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა