თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

კვარაცხელიამ ძირითადში ითამაშა, მაგრამ შეცვალეს - „ნაპოლიმ“ „კალიარისთან“ მოგება ბოლო წამებზე ხელიდან გაუშვა

ნახვები: 590 კვარაცხელიამ ძირითადში ითამაშა, მაგრამ შეცვალეს - „ნაპოლიმ“ „კალიარისთან“ მოგება ბოლო წამებზე ხელიდან გაუშვა

გავრცელებული ხმები არ დადასტურდა – „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ფრანჩესკო კალცონამ ხვიჩა კვარაცხელია კვლავ ძირითად შემადგენლობაში დააყენა „კალიასთან“ შეხვედრაში, რომელთანაც ნეაპოლელებმა გამარჯვება ხელიდან ბოლო წამზე გაუშვეს – 1:1.

„ბარსელონასთან“ მომხდარი ინციდენტის გამო, იტალიურ მედიაში ამტკიცებდნენ, რომ „ნაპოლის“ ახალი მწვრთნელი ქართველ თავდამსხმელს დასჯიდა და სერია A-ს 26-ე ტურის გასვლით დაპირისპირებაში სასტარტო თერთმეტეულში არ ათამაშებდა.

კალიარიმ“ თამაში კარგად დაიწყო და „ნაპოლის“ მაღალი პრესინგით ავიწროებდა, რომელიც მეტოქის დაცვას ვერაფერს უხერხებდა. პირველი გოლი 32-ე წუთზე მასპინძლებმა გაიტანეს, მაგრამ ამირ რაჰმანის ავტოგოლი წესის დარღვევის გამო არ ჩათვალეს.

„ნაპოლი“ მეორე ტაიმში გაცილებით გააქტიურდა და 65-ე წუთზე დაწინაურდა. ჯაკომო რასპადორიმ მცველს ფლანგზე ბურთი აართვა და კარის წინ ვიკქორ ოსიმენი მოძებნა, რომელმაც ზუსტი თავური დარტყმით გუნდი დააწინაურა. ნეაპოლელებმა თავისი თამაში იპოვეს და სწორედ ამ დროს, 73-ე წუთზე კალცონამ კვარაცხელია ისევ შეცვალა. „ნაპოლიმ“ კი უპირატესობა ვერ შეინარჩუნა – 90+6-ე წუთზე სტუმართა მცველის, ჟუან ჟესუსის შეცდომით ზიტო ლუვუმბომ ისარგებლა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:1.

გიორგი კვერნაძის „ფროზინონე“ „იუვენტუსს“ გასვლით მატჩში 27-ე წუთზე 2:1-ს უგებდა, მაგრამ ტურინელებმა თამაშის შემოტრიალება და 90+5-ე წუთზე გატანილი გოლით (დანიელე რუგანი) 3:2 მოგება შეძლეს. მატჩის გმირი დუშან ვლაჰოვიჩი იყო, რომელმაც დუბლი შეასრულა და მესამე გოლიც მისი ასისტით გავიდა. ქართველი თავდამსხმელი ბოლომდე „ფროზინონეს“ სათადარიგოთა სკამზე დარჩა.

იტალიის სერია A-ში გამართული 26-ე ტურის შემდეგ „ნაპოლი“ 37 ქულით მეცხრე ადგილზეა და ევროზონას ოთხი ქულით ჩამორჩება, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ზონას – 11 ქულით. „ფროზინონე“ კი 23 ქულით მე-16 პოზიციაზეა.

1tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა