კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ილია მეორის აღსაყდრების 44-ე წლისთავთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა მიმდინარეობს

ნახვები: 445 ილია მეორის აღსაყდრების 44-ე წლისთავთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა მიმდინარეობს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის აღსაყდრებიდან 44 წელი შესრულდა.

სამების საკათედრო ტაძარში ამ თარიღისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო ლიტურგია მიმდინარეობს, რომელსაც მეუფე დანიელი სინოდის წევრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აღავლენს. თავად პატრიარქი დღეს სამებაში არ იმყოფება.

არქიმანდრიტ იოანე მჭედლიშვილის განცხადებით, სამების საკათედრო ტაძარში დღეს საზეიმო წირვას 15 მღვდელმთავარი აღავლენს. წირვის ბოლოს კი, უწმინდესს აღსაყდრების დღეს მიულოცავენ და იქნება ქადაგება.

„ვულოცავთ, ჩვენს უწმინდესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აღსაყდრებიდან 44 წლის იუბილეს. მოგეხსენებათ, 1977 წელს, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სწორედ ამ დღეს მოხდა მისი პატრიარქად აღსაყდრება. ვუსურვებთ მას დიდხანს ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს. სამების საკათედრო ტაძარში 15 მღვდელმთავარი აღავლენს საზეიმო წირვას. წირვის ბოლოს მიულოცავენ უწმინდესს აღსაყდრების დღეს და იქნება ქადაგება", - განაცხადა არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა.

კითხვაზე, რატომ არ ესწრება დღევანდელ დღეს პატრიარქი, არქიმანდრიტის განცხადებით, „აპირებდა. ვიცით, რომ ბოლო წუთამდე იყო გადაწყვეტილი და ვერ შეძლო".

ამასთან, საპატრიარქოს პრესსამსახურის ინფორმაციით, პანდემიიდან გამომდინარე, საპატრიარქოში სტუმრების მიღება არ იგეგმება.

მაშინდელი ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქიად კურთხევა 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის ტაძარში მოხდა.

ილია მეორე კათოლიკოს-პატრიარქად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთორმეტე საეკლესიო კრებაზე ფარული კენჭისყრით აირჩიეს. საპატრიარქო ტახტზე ის 44 წლის ასაკში ავიდა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა