კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ლევან ხაბეიშვილი - 2024 წლის არჩევნებზე მნიშვნელოვანია, მიხეილ სააკაშვილი იყოს თავისუფალი

ნახვები: 559 ლევან ხაბეიშვილი - 2024 წლის არჩევნებზე მნიშვნელოვანია, მიხეილ სააკაშვილი იყოს თავისუფალი

ათასობით ჩვენი თანამოქალაქე დგას რიგში, რომ ხელი მოაწეროს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას, 2024 წლის არჩევნებზე მნიშვნელოვანია, მთავარი ოპოზიციონერი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი იყოს თავისუფალი, რათა არჩევნები ჩატარდეს სამართლიან გარემოში, ამის უზრუნველყოფა კი შეუძლია სალომე ზურაბიშვილს, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ მინიმალურად სამართლიანი რომ იყოს არჩევნები და შეჯიბრებითობის პრინციპი იყოს დაცული, მნიშვნელოვანია მთავარი ოპოზიციონერი ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი იყოს თავისუფალი.

„მას ითხოვს საზოგადოება, ყველა ხედავთ ამ ადამიანების აქტივობას. ჩვენ ვაპირებთ ასი ათას ხელმოწერაზე მეტი ხელმოწერის შეგროვებას და მიმართვას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის, რომ მან უზრუნველყოს მინიმალურად სამართლიანი გარემო არჩევნებისთვის და ივანიშვილის მთავარი ოპონენტი, მოწინააღმდეგე პრეზიდენტ სააკაშვილი იყოს თავისუფალი. წარმოუდგენელია რაიმე შეჯიბრი, სადაც ორი ან უფრო მეტი კონკურენტი იღებს მონაწილეობას და ერთი უბრალოდ არის მოპარული პირდაპირი მნიშვნელობით და უსამართლოდ პატიმრობაში ამყოფებს ივანიშვილი. მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა