თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელი უილიამ ბარნსი გასულ კვირას კიევში მეათედ ჩავიდა

ნახვები: 526 აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელი უილიამ ბარნსი გასულ კვირას კიევში მეათედ ჩავიდა

„ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელი უილიამ ბარნსი გასულ კვირას კიევში იმყოფებოდა. ამ ვიზიტის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად არ გაუვრცელებიათ, მაგრამ „ნიუ იორკ თაიმსი“ ამის თაობაზე ვრცელ რეპორტაჟში წერს, სადაც ასევე საუბარია უკრაინისა და აშშ-ის სპეცსამსახურების თანამშრომლობაზე.

„ნიუ იორკ თაიმსი“ წერს, რომ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს უფროსი უკრაინაში ბოლო ორ წელიწადში 10-ჯერ იმყოფებოდა.

გამოცემა 200-ზე მეტ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის სპეცსამსახური ჩართული იყო უკრაინაში მდებარე სადაზვერვო ბაზების მუშაობაში, ასევე მონაწილეობდა უკრაინის სპეცდანიშნულების ელიტური რაზმების წვრთნებში, სადაც ასევე მსახურობდა უკრაინის სამხედრო დაზვერვის მოქმედი უფროსი კირილ ბუდანოვი.

გამოცემა ასევე ამტკიცებს, რომ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო ამზადებდა უკრაინელ საიდუმლო აგენტებს, რომლებიც მათ შორის რუსეთშიც მუშაობდნენ.

გაზეთი ამტკიცებს, რომ აშშ-ისა და უკრაინის სადაზვერვო სამსახურებს შორის პარტნიორობა 2014 წლიდან დაიწყო, როდესაც უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი იანუკოვიჩი რუსეთში გაიქცა.

ამასთან, როგორც „ნიუ იორკ თაიმსი“ იუწყება, 2016 წელს უკრაინელი სპეცრაზმელების რეიდმა ყირიმში აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოში უკმაყოფილება გამოიწვია, რასაც უკრაინის სამხედრო დაზვერვის მაშინდელი უფროსის, ვალერი კონდრატიუკის გადადგომა მოჰყვა.

თუმცა, როგორც „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში უკრაინის და აშშ-ის სადაზვერვო სამსახურების თანამშრომლობა გაფართოვდა, უკრაინაში შეიქმნა საიდუმლო ბაზები და გაფართოვდა სასწავლო პროგრამები. თანამშრომლობის უმთავრესი მიმართულება რუსეთთან დაკავშირებული სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვება იყო. „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს, რომ ამერიკული სადაზვერვო სამსახურის დახმარებით, უკრაინამ 12 ოპერატიული ბაზა შექმნა რუსეთ-უკრაინის საზღვრის გასწვრივ. ამ ბაზების მუშაობას ნაწილობრივ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო აფინანსებდა, თუმცა სამუშაოს უკრაინელები ასრულებდნენ.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ უკრაინისა და აშშ-ის სადაზვერვო სამსახურების თანამშრომლობა ახალ ფაზაში გადავიდა. აშშ-ის ადმინისტრაციამ გასცა ნებართვა, რომ ამერიკული სპეცსამსახურების წარმომადგენლები ჩართულიყვნენ რუსეთის წინააღმდეგ ოპერაციების დაგეგმვაში, თუმცა საუბარია მხოლოდ იმ ოპერაციებზე, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე იგეგმებოდა. გამოცემის მტკიცებით, ამერიკული სპეცსამსახურების წარმომადგენელთა მცირე ჯგუფი იმყოფებოდა უკრაინაში და კოლეგებს ინფორმაციას აწვდიდა. კერძოდ, სტატიაში ნათქვამია, რომ ამ ინფორმაციის დახმარებით ზელენსკის წინააღმდეგ შეთქმულების აღკვეთა მოხერხდა.

„ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს თანამშრომლები უწევდნენ კონსულტაციას უკრაინელ კოლეგებს რუსეთის ჯარის ობიექტებზე თავდასხმების დაგეგმვისას.

კიევსა და ვაშინგტონში „ნიუ იორკ თაიმსის“ სტატიაზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა