კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მაიკ ჯონსონი - პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ აშშ-ის საჭიროებებზე

ნახვები: 526 მაიკ ჯონსონი - პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ აშშ-ის საჭიროებებზე

პირველ რიგში საჭიროა აშშ-ის საჭიროებებზე ვიზრუნოთ - ამის შესახებ აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის - წარმომადგენელთა პალატის - რესპუბლიკური უმრავლესობის ლიდერმა, მაიკ ჯონსონმა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან გამართული შეხვედრის შემდეგ მედიასთან საუბარში განაცხადა.

ჯონსონის თქმით, თეთრ სახლში მან კონგრესის ლიდერების პრეზიდენტთან საერთო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ასევე ცალკეც ესაუბრა ბაიდენს.

“როდესაც დღეს აქ მოვედი, მიზნად მქონდა გამომეხატა, თვალსაჩინო სიმართლე: პირველ რიგში ამერიკის საჭიროებებზე უნდა ვიზრუნოთ და უპირველეს ყოვლისა - ჩვენს ღია საზღვარზე”, - განაცხადა ჯონსონმა.

წარმომადგენელთა პალატის მუშაობის სხვა პრიორიტეტად ჯონსონმა ფედერალური მთავრობის დაფინანსების გაგრძელება დაასახელა.

მან აღნიშნა, რომ შეხვედრის მონაწილეები “ძალიან ოპტიმისტურები არიან” და იმედი აქვთ, რომ “შათდაუნის” თავიდან ასარიდებლად შეთანხმებას მიაღწევენ.

ბოლოს ჯონსონმა იმ კანონპროექტზეც ისაუბრა, რომელიც უკრაინისთვის 60 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარებასაც მოიცავს.

"მკაფიოდ ვუთხარი პრეზიდენტს და სხვა დამსწრეებს, რომ [წარმომადგენელთა] პალატა აქტიურად შეისწავლის ყველა შესაძლო ვარიანტს. და ამ საკითხს დროულად შევუდგებით, მაგრამ კიდევ ერთხელ, ჩვენი ქვეყნისთვის პირველი პრიორიტეტია - საზღვარი და მისი დაცულობა”, - განაცხადა ჯონსონმა.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ამერიკულმა ტელერხმა ABC-მ ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით, რომელთა ვინაობაც არ სახელდება, ინფორმაცია გაავრცელა, რომ წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინისთვის დახმარების არდამტკიცების შემთხვევაში მარტის ბოლოსთვის უკრაინას საბრძოლო მასალის “კატასტროფული” უკმარისობა ელის, კერძოდ კი, საარტილერიო ჭურვებისა და საჰაერო თავდაცვის საშუალებების.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა