კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

რობინ დანიგანი - ეს მთხოვა პრეზიდენტმა ბაიდენმა, როდესაც მოვდიოდი საქართველოში

ნახვები: 553 რობინ დანიგანი - ეს მთხოვა პრეზიდენტმა ბაიდენმა, როდესაც მოვდიოდი საქართველოში

პრეზიდენტი ბაიდენი ამბობს: ჩვენ ვიმუშავებთ ძალიან მჭიდროდ ჩვენს პარტნიორებთან, მოკავშირეებთან და ყველასთან, ვინც იზიარებს ჩვენს ინტერესებს, ჩვენ არ დავტოვებთ ჩვენს მომავალს დაუცველს მათგან, ვინც საფრთხეს უქმნის ჩვენს ხედვას, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა საქართველოს პარლამენტში განაცხადა.

დანიგანმა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველომ და აშშ-მა ურთიერთობები კიდევ მეტად უნდა გააღრმაონ.

„ვიმუშავებთ, რომ იყოს კეთილდღეობა და სტაბილურობა. ამ სიტყვებით პრეზიდენტი ბაიდენი ხაზს უსვამს, რომ ჩვენი ალიანსები, პარტნიორობა უნდა იყოს გაფართოებული და სწორედ ეს მთხოვა მან, როდესაც საქართველოში მოვდიოდი, რომ გაგვეღრმავებინა ჩვენი უკვე არსებული კარგი და ფართო თანამშრომლობა. ჩვენ განსაკუთრებულად კარგი ურთიერთობები გვაქვს, ჩვენ გვაქვს თავისუფლების საერთო სიყვარული და რწმენა, რომ გვაქვს ამის მზაობა და შეგვიძლია, სამყარო ვაქციოთ უკეთეს ადგილად ჩვენი შვილებისთვის“, – განაცხადა დანიგანმა. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა