პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

დენიგანი - შეერთეული შტატები მხარს უჭერს საქართველოს გახდეს ევროკავშირის წევრი

ნახვები: 525 დენიგანი - შეერთეული შტატები მხარს უჭერს საქართველოს გახდეს ევროკავშირის წევრი

ძალიან მნიშვნელოვანი და საქმიანი წელი გაქვთ, რომელიც, იმედია, მხარს დაუჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„გასულ კვირაში მქონდა შესაძლებლობა, განგვეხილა ჩვენი ურთიერთობები ჩემს პირველ შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ახალ თანამდებობაზე მისი დანიშვნიდან პირველად. კიდევ ერთხელ გავუმეორე პრემიერ-მინისტრს მზაობა, გავაღრმაოთ ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობები, მათ შორის საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერა, ჩვენ ორმხრივი სავაჭრო ინვესტიციების, მათ შორის შუა დერეფნის მხარდაჭერა, აგრეთვე ჩვენი სამხედრო-თავდაცვითი უერთიერთობების გამყარება და ჩვენი კულტურული ურთიერთობების მხარდაჭერა“, – აღნიშნა დანიგანმა.

მისი თქმით, შეერთეული შტატები მხარს უჭერს საქართველოს გარდამავალ ეტაპზე, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი.

„საქართველომ მიიღო ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი და ეს იყო დიდი მიღწევა. კიდევ ერთხელ გილოცავთ და გვინდა, საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი. ვიცი, რომ ბევრი თქვენგანი ბევრს მუშაობდა და დიდი ძალისხმევა ჩადო ამაში. მზად ვართ, შემდგომი თვეების, წლების განმავლობაში მხარი დაგიჭიროთ, შეასრულოთ ცხრა პირობა, გქონდეთ წინსვლა ამ გზაზე. აშშ მზად არის ამისთვის. აგრეთვე, ვიმუშავებთ სამოქალაქო საზოგადოებასთან საქართველოს საზოგადოების ყველა სეგმენტზე. ჩვენ ვითანამშრომლებთ და გვინდა, მხარი დავუჭიროთ საქართველოს საზოგადოების ყველა სფეროსა და ასპექტს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რაც გავაკეთე მას შემდეგ, რაც ჩამოვედი საქართველოში, იყო ის, რომ წავედი ბრიუსელში, იქ ვისაუბრე საქართველოს კანდიდატობაზე და იმაზე, თუ რა შეუძლია, აშშ-ს გააკეთოს, რათა უკეთ დაგეხმაროთ ამაში; რამხელა და როგორი შეიძლება იყოს ჩვენი მხარდაჭერა, როგორ შეიძლება, ეს მხარდაჭერა იყოს კიდევ უფრო ხელსაყრელი თქვენი მიზნის მისაღწევად. ჩემი პირველი ვიზიტი იყო ბრიუსელში, რათა განმეხილა ხელმძღვანელ პირებთან საქართველოს მისწრაფებები, მხარი დამეჭირა; ასევე, მხარი დაგვეჭირა საქართველოს ნატო-სკენ მისწრაფებებისთვისაც, ძალიან სერიოზულ მხარდაჭერას გიცხადებთ. ძალიან მნიშვნელოვანი და საქმიანი წელი გაქვთ წელს, რომელიც, იმედია, მხარს დაუჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. აგრეთვე, ვისაუბრეთ არჩევნებზეც და დარწმუნებული ვარ, თქვენც იზიარებთ ჩემს მოსაზრებას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობის თაობაზე, ყველა თქვენგანი – პარლამენტი, მთავრობა, ოპოზიცია, საზოგადოება და, განსაკუთრებით, ცესკო, რათა უზრუნველყოთ, რომ საქართველოს მოსახლეობამ იცოდეს: მათი ხმები იქნება სათანადოდ, სამართლიანად, გამჭვირვალედ დათვლილი და პროცესიც იქნება მთლიანად სამართლიანი და გამჭვირვალე“, – განაცხადა დანიგანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა