კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

აშშ-ის კონგრესმა ე.წ. „შათდაუნის“ თავიდან აცილებასთან დაკავშირებით შეთანხებას მიაღწია

ნახვები: 519 აშშ-ის კონგრესმა ე.წ. „შათდაუნის“ თავიდან აცილებასთან დაკავშირებით შეთანხებას მიაღწია

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ და სენატმა მიაღწიეს შეთანხმებას მთავრობის მუშაობის შეჩერების, ე.წ. „შათდაუნის“ თავიდან აცილებასთან დაკავშირებით.

კონგრესის ლიდერები ერთობლივ განცხადებაში აცხადებენ, რომ წარმომადგენელთა პალატა და სენატი მოკლევადიანი დაფინანსების კანონპროექტს ამ კვირაში უყრიან კენჭს.

„ვთანხმდებით, რომ კონგრესმა უნდა იმუშაოს ორპარტიული წესით ჩვენი მთავრობის დასაფინანსებლად“, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

ლიდერების განმარტებით, მომლაპარაკებლებმა უკვე მიაღწიეს შეთანხმებას სოფლის მეურნეობის წლიურ ექვს კანონპროექტთან დაკავშირებით, ხოლო დანარჩენ ექვსს, სავარაუდოდ, 22 მარტამდე დაასრულებენ.

„იმისთვის, რომ მივცეთ პალატისა და სენატის ასიგნებების კომიტეტს ადეკვატური დრო ამ გარიგების პრინციპის შესასრულებლად, საჭირო იქნება, მიმდინარე კვირას კენჭი ეყაროს მოკლევადიან რეზოლუციას 8 და 22 მარტის ჩათვლით უწყებების დასაფინანსებლად“, - განაცხადეს ლიდერებმა.

აშშ-ის ფედერალური მთავრობის დაახლოებით 20%-ს დაფინანსება შაბათს, ადგლობრივი დროით დილის 12.01 საათზე ეწურებოდა, დანარჩენ უწყებებს კი მომდევნო პარასკევს. მიღების შემთხვევაში, მოკლევადიანი დაფინანსების კანონპროექტი, მთავრობის „შათდაუნის“ შესაჩერებლად მიღებული მეოთხე ასეთი ზომა იქნება სექტემბერის შემდეგ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა