სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation
Rubio calls Zelensky-Witkoff meeting in Norway positive

კახა კალაძე - სააკაშვილის პატიმრობა იმაზე მიანიშნებს, რომ არავის აქვს უფლება, მის მსგავსად მოექცეს მოსახლეობას

ნახვები: 564 კახა კალაძე - სააკაშვილის პატიმრობა იმაზე მიანიშნებს, რომ არავის აქვს უფლება, მის მსგავსად მოექცეს მოსახლეობას

ქვეყნის რეპუტაციას აზიანებს ის ქმედებები, რაც სააკაშვილმა და მისმა გუნდმა ხელისუფლებაში ყოფნის დროს გააკეთეს, – ასე გამოეხმაურა მედიასთან თბილისის მერი კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს.

დედაქალაქის მერის თქმით, კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ჩადენილ დანაშაულზე ყველამ უნდა აგოს პასუხი.

„ქვეყნის რეპუტაციას აზიანებს ის ქმედებები, რაც სააკაშვილმა და მისმა გუნდმა ხელისუფლებაში ყოფნის დროს გააკეთეს. წინა მმართველობა, რაც მოსახლეობისთვის უბედურების მომტანი იყო, ინიღბებოდა დემოკრატიით, ხალხს ამას აჯერებდნენ. ადამიანს აქვს ჩადენილი დანაშაული, ვინც არ უნდა იყოს, კანონის წინაშე ყველა თანასწორები ვართ. ეს კი არ აზიანებს ქვეყნის რეპუტაციას, პირიქით. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ არავის აქვს უფლება, მოეპყროს ქვეყნის მოსახლეობას ისე, როგორც ამას სააკაშვილი და მისი გუნდი წლების განმავლობაში აკეთებდნენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა